ისტორია N19
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ავტორი
ლინდა ჩიხლაძე





ცოტა ხნის წინ მეგობარმა თავისი რეფლექსია მომწერა "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც "რუსული კანონით" გახდა ცნობილი: "ეს კანონპროექტი ძალადობაა. როგორც მოძალადე მსხვერპლზე ძალადობას მისივე კეთილდღეობად "ასაღებს", ასევე აპირებს ხელისუფლება ჩვენზე ძალადობას "ზრუნვის" მოტივითო''. ამ ფრაზამ ჩემთვის უფრო ცხადი გახადა ქალების შეურიგებლობა ძალადობრივი აქტის მიმართ. ცხადია, სწორედ იმიტომ, რომ თავისუფალ სამყაროში ქალები აღარ ითმენენ უფლებების უგულებელყოფას, ერთიან ბრძოლაში კი დაუმორჩილებლობის სიმძიმეც ისევ ქალებმა იტვირთეს და ბრძოლის წინა ხაზები დაიკავეს.
ქალი პოლიტიკოსების ბრძოლა
"უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოსმენების ეტაპი ხმაურითა და მძვინვარებით გამოირჩეოდა. საკანონმდებლო ორგანო ორ დაპირისპირებულ მხარედ გაიყო - მოძალადე და მსხვერპლი.
თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი და ანა წითლიძე იყვნენ წინა ხაზზე მებრძოლი პოლიტიკოსი ქალები, რომლებიც კრიტიკულად უპირისპირდებოდნენ "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებას პარლამენტში. მმართველი პარტიის წარმომდგენლები კი კონსტრუქციული ახსნა-განმარტებების ნაცვლად ოპონენტ პოლიტიკოს ქალებს აჩუმებდნენ ან/და სხდომას ატოვებინებდნენ, ქალების ხმას ახშობდნენ. მოგვიანებით კი, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა - პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მებრძოლ ქალებს ქცევა დაუწუნა.
"პრაქტიკულად, პირველი სხდომა, რომელიც ჩატარდა თავდაცვის კომიტეტსა და საგარეო კომიტეტის ერთობლივი სხდომის სახით, ეს არ იყო მოსმენა. შესაძლოა, მიკროფონში როდესაც საუბრობდნენ პარლამენტის წევრები, ეთერში ისმოდა, მაგრამ დარბაზში არავის ერთმანეთის არ გვესმოდა, არცერთი სიტყვა არ ისმოდა. ეს იყო ძალადობის დემონსტრირება ხელისუფლების მხრიდან - კანონი უნდა გაეტანათ და როგორ გაიტანდნენ, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომ ჩემთვის აუხსნელია, რა სიკეთეებს იცავდნენ, როდესაც მთელი საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიდიოდა ხელისუფლება და მათ არა აქვთ არგუმენტები დღესაც კი ამათან დაკავშირებით." თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი.
პროტესტი ქუჩაში
"უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის პირველივე დღიდან დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ქუჩაში, სადაც სამოქალქო საზოგადოებების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები მშვიდობიანად, კრეატიულად გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს ბანერებისა და პერფორმანსების საშუალებით. საკანონმდებლო ორგანოს შიგნით პოლიტიკოსი, გარეთ კი - სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები იყვნენ ბრძოლის წინა ხაზებზე.
ხელისუფლებამ კანონპროექტის დაინიცირება არ იკმარა და საკუთარი მოქალაქეები მოატყუა, როცა პარლამენტის შესასვლელთან მყოფებს უთხრა, რომ საკითხს პლენარულ სხდომაზე 9 მარტს გაიტანდნენ განსახილველად, თუმცა იმავე დღეს, დაჩქარებული წესით უყარეს კენჭი და ხმათა უმრავლესობით მიიღეს, რასაც მოსახლების ფართომასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. მრავალფეროვანი მშვიდობიანი მოქალაქეები ტრადიციულად ავსებდა რუსთაველის გამზირს საკუთარი ევროპული არჩევანის დასაცავად, საკუთარი კონსტიტუციის გადასარჩენად. მმართველი პარტია კი მათ მოტყუებასაც არ დასჯერდა და აჯანყებული მშვიდობიანი მოქალაქეების დასასჯელად წყლის ჭავლის მანქანები, რობოკოპები, მომწამვლელი აირი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. ხალხი კი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძნობდა.

ძალადობრივ სისტემასთან პირისპირ აღმოჩნდა და ხელისუფლების მიერ დამიზნებულ წყლის ჭავლს არ შეუშინდა მოქალაქე - ნანა მალაშხია - ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც, როგორც თავად ამბობს, "ეს იყო გაბრაზებული ადამიანის სამოქალაქო პოზიცია".
"თვალების გამომეტყველებაში, ჩემი დროშის ქნევის ინტენსივობაშიც თუ ძალაშიც, იგრძნობა ჩემი ასაკი, საბჭოთა წარსულიდან მოსული ადამიანის, ხოლო ის წითელშარვლიანი გოგო - ქართული დროშით, ვიდეოში ჩანს, რომ სწორედ ეს არის ახალი თაობა" - ამბობს ნანა მალაშხია.
"ოლო ხმაზე მიყვიროდნენ, არაადამიანის მსგავსად მექცეოდნენ. მე გადავიტანე იმიტომ, რომ სპორტსმენი ვარ და ჩემზე ზედმეტი ძალა რომ გამოიყენო არ მეტკინება. [ძალოვანი] თელი ძალით მიჭერდა მკლავზე, მაგრამ არ მტკენია. რთი-ორჯერ ვეულებრივად გავაშვებინე ხელი, მაგრამ სხვა, თუნდაც ბიჭი ყოფილიყო, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ვერ გაეძლო. პოლიციელებმა შიგნით რომ შემიყვანეს, ალბათ ეგონათ, რომ ცრემლები წამომივიდოდა, თხოვნას დავუწყებდი, მაგრამ არა. მაინც ჩემს აზრს მივყვებოდი და ვეუბნებოდი, "არასრულწლოვანი ვარ, რა უფლებით მაკავებთ, გიჩივლებთ-მეთქი".
"მე არასდროს არ ვიქნები რუსეთი მონა, არ მინდა საქართველოში ერთხელ გავიღვიძო რუსული პასპორტით ხელში. ოცნებად მაქვს ევროპაში მოგზაურობა და რუსული პასპორტით ამას ნამდვილად ვერ შევძლებ".
"ელისუფლება, ჩემი აზრით, ახლა სამაგიეროს გადახდას ფიქრობს. ერვები ეშლება ჩვენზე, ამ ახალგაზრდა თაობამ როგორ უნდა გაიმარჯვოს. აგათი საქმე არაა, მე დამითვალოს რამდენი პირსინგი მაქვს, ენაზე მიკეთია თუ არა, გოგო ვარ თუ ბიჭი ვარ. ათ უნდა იზრუნონ ხალხზე, რომლებიც ძალიან გაჭირვებულია."
სალომე კენჭიაშვილი, წყლის ჭავლთან მოცეკვავე გოგო.

"ითოეული ადამიანი, ვინც გამოვედით გარეთ თუ ვიბრძოდით პარლამენტში, ეს იყო პერსონალური საკითხი, რადგან საქართველო არის თითოეული ჩვენგანის და ყველამ ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეუძლებელი იყო მშვიდად ამ ყველაფრის ყურება. ესაძლოა გარედან არ მომწონდეს საკუთარი თავი, როდესაც ასე ვიქცეოდი, მაგრამ როცა გართმევენ ყველაფერს, შეუძლებელია იყო მშვიდად. ვარ აფხაზეთიდან დევნილი და ვიცი, რას ნიშნავს მშობლიური ადგილის დაკარგვა. იმ წუთებში, როცა ამ კანონზე ვმსჯელობდით თუ ვჩხუბობდით, ზუსტად ეს განცდა მქონდა, როცა შენს იდენტობას გართმევენ. დენტობაში ვგულისხმობ შემდეგს, როდესაც ხარ უძველესი ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენელი, მსოფლიოში პირველი ცნობილი ქალი - მედეა არის ქართველი და ევროპული ცივილიზაციის საფუძვლებიც სწორედ აქედან მოდის, ვიღაცეებმა უცებ გადაწყვიტეს, რომ ეს დააყენონ რისკის ქვეშ. წორედ ამ იდენტობის წართმევა ძალიან მძიმე ყოფილა. რთია, რომ ტერიტორიას გართმევენ, მაგალითად, როგორც აფხაზეთს, სამაჩაბლოს და მეორეა, როდესაც სახელმწიფო შეიძლება დაიკარგოს და ამასთან ერთად, შენი იდენტობაც წაგართვან. ასე ვხედავდი ამ საკითხს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ბრძოლა ნებისმიერი ფორმით გამართლებული იყო", - საერთო ბრძოლაში საკუთარ როლზე მესაუბრა თამარ კორძაია.
8 მარტი - ქალების მარში -
ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ
8 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩაში გამოვედით ძალადობაგამოვლილი, რეგიონში მცხოვრები, მიგრანტი, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, ხანდაზმული, დასაქმებული, იძულებით გადაადგილებული ქალები, მარტოხელა დედები, შშმ ბავშვების მშობლები, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა მრავალი ადამიანი ჩვენი საბაზისო უფლებების გადასარჩენად, ვის ცხოვრებასაც მნიშვნელოვნად აუარესებდა რუსული კანონის მიღება. ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას ვიღებთ. ამ მხარდაჭერის დაკნინებისა და აკრძალვის შედეგად, დაზიანდებოდა სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

ქალთა მარშს თბილისში უძღვებოდა თამარ ჯაყელი, "მწავნეების" თანა-დამფუძნებელი, ქვიარ-ფემინისტი, აქტივისტი:

"უსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში ქალების როლი იყო უმნიშვნელოვანესი. ვენ მართლაც, რომ ვიდექით ბრძოლის წინა ხაზებზე და 8 მარტის აქცია ორგანულად შეერწყა ამ პროტესტს. ვენ, როდესაც მივდიოდით მიკროფონთან ვაჟღერებდით სოციალურ წუხილებს, ყველა იმ პრობლემას, რაც ქართულ საზოგადოებას და არა მარტო ქალებს, გვაწუხებს. უმცა ქალებმა ვიცით, რომ ყველა ჯერზე, როდესაც სახელმწიფო ხდება ავტორიტარული ეს აისახება, პირველ რიგში, ჩვენს სხეულებზე, ჩვენს გამოცდილებაზე და ჩვენს ცხოვრებაზე. ესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად აქტიურები იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული კურსი დავიცვათ და საქართველოს კონსტიტუცია შევინარჩუნოთ. პროტესტმა თავი დაგვამახსოვრა ორი სახე-ხატით და ორივე იყო ქალის ფიგურა. ვენ დაგვამახსოვრდა წყლის ჭავლზე მოცეკვავე ახალგაზრდა ქართველი გოგონა და ასევე დაგვამახსოვრდა ქალი, რომელიც ბოლომდე იბრძოდა, არ დაეთმო წყლის ჭავლისთვის ევროკავშირის დროშა. სახე-ხატები, დარწმუნებული ვარ, რომ თაობებს დარჩება და ეს თაობები დააფასებენ ქალთა როლს ამ ისტორიულ ბრძოლაში. ყოველდღე ვრჩებოდი ბრძოლის წინა ხაზებზე, დარბევების მიუხედავად, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის მიუხედავად. ხედავდი, რომ ახალგაზრდა ქალები განსაკუთრებით იყვნენ ამ ბრძოლის წინახაზებზე და მათი თვალები იყო ანთებული სამშობლოს სიყვარულით. მიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ქართველი ქალების პატრიოტიზმი იყოს დაფასებული. რა უბრალოდ მათ როლში, რომ შემდეგი თაობა გაზარდონ, არამედ დავინახოთ ქალები, როგორც პიროვნებები, რომლებიც ამ ქვეყნის უდიდესი პატრიოტები არიან".
"ქალებს ძალიან ხშირად არ გვპატიობენ აქტიურობას, პრინციპულ სიტყვას ან მოქმედებას. ცდილობენ, თუნდაც ჩვენს გაწევას ან გაჩუმებას. ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ სწორედ ქალები ვექცევით ტოქსიკური მასკულინობით მოწამლული საზოგადოების მძლავრი კრიტიკის ქარცეცხლში. მაგალითად, როცა ხმას ვიმაღლებთ უსამართლობის და უთანასწორობის წინააღმდეგ, ან თუ არ ვურიგდებით და ვაპროტესტებთ თავისუფალი არჩევანის, თავისუფალი სიტყვის წართმევის ნებისმიერ მცდელობას და ალბათ სწორედ ამ მოცემულობამ გაგვაკაჟა და გაგვაძლიერა ქალები. ვფიქრობ, ამ მწარე რეალობამ და არსებულმა გარემომ შეგვმატა ქალებს შეუპოვრობა, გვიბიძგა და გვიბიძგებს უშიშრად ხმის ამოღებინსკენ, აქტივიზმისკენ, საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე მონაწილეობისკენ, რადგან ძალიან კარგად გვესმის თავისუფლების, თანასწორობის, მშვიდობის როგორც მოპოვების, ასევე დაკარგვის ფასი. მარტის დღეებში მე გავხდი უამრავი ძლიერი ქალის შეუპოვრობის, სითამამის, პრინციპულობის მანიფესტის მოწმე. ვნახე ქალების მკვეთრი შეურიგებლობა ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული კურსის გადახვევის მცდელობის მიმართ. ვნახე იმ ქალების პროტესტი, რომლებიც იბრძვიან საზოგადოების ნებისმიერი წევრის უფლებებისთვის, ქალების, გოგონების, მომავალი თაობის ევროპული მომავლისთვის, განვითარებისთვის, ძალადობისა და უთანასწორობისგან დაცვისთვის, მთელი საზოგადოების ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნისთვის და რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის ველს არც არასდროს დავთმობთ და ყოველთვის ვიქნებით ბრძოლის წინა ხაზზე".
ეკა გამახარია, ქალთა ფონდი "სოხუმის" თბილისის ოფისის ხელმძღვანელი
თბილისი
ქუთაისი
ზუგდიდი
ბათუმი
გორი
თელავი
მარნეული
იფრული ბრძოლა "რუსული კანონის" წინააღმდეგ
ორი კვირის განმავლობაში ქალთა ფონმა "სოხუმმაც" დაიწყო სოციალური კამპანია რუსული კანონის წინააღმდეგ, სადაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის ლიდერი ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი:
ხათუნა გოგუა, ზუგდიდის ქალთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერი, იგპ აფხაზეთიდან
"რუსული კანონი არის რკინის ფარდა, დასასრული ნათელი მომავლის! საქართველოს მომავალი არის, დასავლეთის დემოკრატიულ და ცივილიზირებულ ნაწილში!
მე, დევნილი აფხაზეთიდან, რომელსაც უშუალოდ შემეხო რუსული რეჟიმი როგორც ენგურს გაღმა, ასევე ენგურს გამოღმა სხვადასხვა პერიოდში, მზად ვარ, ვიბრძოლო ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისათვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში, თუ კვლავ მოხდება მისი დაინიცირება, დავდგები ისტორიის სწორ მხარეს იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებსაც წლებია ვემსახურები შეძლებისდაგვარად. ვიბრძოლებ ევროპული ოჯახის წევრობისათვის, რამდენადაც არ უნდა დამიჯდეს, რადგან ამას მოითხოვს საქმე, ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავალი!
რუსული კანონი მომაკვდინებელი მეტასტაზია იმ სექტორისათვის, რომელიც იღწვის გამჭვირვალეობის, სიტყვის თავისუფლებისა და საზოგადოებაში არაფორმალური განათლების განვითარებისათვის!
რუსული კანონი, ასევე ზიანს მოუტანს დევნილ ქალებსა და ახალგაზრდებს ჩაერთონ ამა თუ იმ განმავითარებელ პროექტებში, რომელიც მესამე სექტორის მხარდაჭერით ხორხიელდება, რაც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში!"
ქრისტინე ქუთათელაძე, წყალტუბოს საინიციატივო ჯგუფის ლიდერი, იგპ აფხაზეთიდან
"მამაჩემმა იმისთვის არ გაწირა აფხაზეთის ომში თავი, რომ 30 წლის შემდეგ მე რუსეთის მონად ვქცეულიყავი!"
თამარ ლობჟანიძე, ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრი, იგპ აფხაზეთიდან
"ქართველი ქალი სულ მოწოდების სიმაღლეზე იდგა! არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კეთილდღეობას. ასე ვაგრძლებთ დღესაც! ვიქნებით უკომპრომისო ნებისმიერ ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან მიმართებაში!"
ნონა ბუკია, ქალთა მხარდამჭერი ცენტრის ხელმძღვანელი, კონფლიქტის გამყოფ სოფლებში (კოკი, ხურჩა, კახათი)
""ჩვენ კონფლიქტის გამყოფ ხაზთან ვცხოვრობთ. ეს ზონა განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ამ კანონის შემდეგ არ გვექნება არცერთი სერვისი, რომელსაც ვიღებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან. ქალები დარჩებიან ფსიქოლოგის დახმარების გარეშე, ვერც იურისტის მომსახურებას მიიღებენ!"
"ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას," - პარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალჯურანდა, რომელიც საუბრობს საქართველოსა და მისი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაზე.
წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"