საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრალური პროგრამები


მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამით სარგებლობა შეუძლია სრულწლოვან (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქეს. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ საქმიანობას:

  • ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებული ბიზნესის გაფართოება;
  • სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება;
  • მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები;
  • შშმ პირთა მიერ ბიზნესის წამოწყება და არსებულის გაფართოება;

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს https://www.enterprisegeorgia.gov.ge
მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5/16-18 (უზნაძის ქ. N18)
ტელეფონი: ცხელი ხაზი: 15 25
საერთაშორისო ზარებისთვის: + 995 32 296 00 10
ელ-ფოსტა: info@enterprise.gov.ge
Facebook

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის" პრინციპზე შექმნილ საჯარო ვებ-პორტალს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე.

მომხმარებლისათვის უმთავრეს სირთულეს წარმოადგენს ინფორმაციის გაფანტულობა, მისი გაანალიზება და პრაქტიკაში გამოყენება.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ამოცანაა დაეხმაროს მომხმარებლებს აღნიშნული სირთულეების დაძლევაში. იგი წარმოადგენს საინფორმაციო ბანკს, სადაც თავმოყრილია შრომის ბაზრის ინფორმაცია, ადვილად გასაგებია და მარტივია მისი პრაქტიკაში გამოყენება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს - http://www.lmis.gov.ge/Lmis/Lmis.Portal.Web/Default.aspx

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მისამართი: 0105 ქ, თბილისი, სანაპიროს ქ. №2

ტელეფონი: +(995 32) 299 11 11

ელ-ფოსტა: ministry@moesd.gov.ge



სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს. სააგენტო წარმოდგენილია თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონალურ ცენტრში: კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, აჭარის ა/რ,სამცხე-ჯავახეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი.
სააგენტოს მიზანია: მოქალაქეთა დასაქმებაში ხელშეწყობა, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირება, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება.
სააგენტოს ფუნქციები: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების განხორციელება; შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მართვა და განვითარება; სისტემაში რეგისტრირებული სამუშაო ძალისა და დამსაქმებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი; შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება.
სააგენტოს მომსახურების მიმღები პირები:
საქართველოს მოქალაქე, სამუშაოს მაძიებელი 16 წლიდან;
საქართველოში მოქმედი დამსაქმებლები (კერძო სექტორი).
დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს - https://sesa.moh.gov.ge/index.php?lang=1&v=0
მისამართი: თბილისი, მიხეილ ასათიანის 9. 0177
ტელეფონი: 032 239 53 06
ელ. ფოსტა: Infosesa@moh.gov.ge
Facebook

Worknet.gov.ge არის ვებ-პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს შრომის ბაზრის ორ სუბიექტს, სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს. იგი კერძო დამსაქმებელს საშუალებას აძლევს მარტივად, სწრაფად და უფასოდ მოიძიოს ინფორმაცია სასურველი ადამიანური რესურსების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პორტალზე კერძო დამსაქმებელს დამოუკიდებლად შეუძლია შექმნას და მართოს საკუთარი გვერდი, გამოაქვეყნოს კომპანიაში არსებული ვაკანსია, იხილოს გამოქვეყნებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად სისტემის მიერ ავტომატურად შერჩეული სამუშაოს მაძიებლების პროფილები და სურვილის შემთხვევაში დაუკავშირდეს მათ.

სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://worknet.gov.ge/

ტელეფონი: 032 239 53 06

ელ-ფოსტა: infosesa@moh.gov.ge

Facebook


დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების განსახლებასთან ერთად, სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფაც წარმოადგენს. 2020 წლამდე, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამები, მხოლოდ დევნილებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი, ამ პროგრამებით სარგებლობა ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ.

სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა დევნილთა და ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამ მიზნით, მათ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება და საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გრანტების გაცემა.

სააგენტო ზრუნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და სურსათის გადამუშავების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

გარდა ამისა, სააგენტო ეხმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩაერთონ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებსა და პროგრამებში, რომლებიც მიზნად საარსებო წყაროების შექმნის ხელშეწყობას ისახავენ.

მნიშვნელოვანია, რომ დევნილებსა და ეკომიგრანტებს გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და დროთა განმავლობაში რაც შეიძლება ნაკლებად დამოკიდებული იყვნენ სახელმწიფო დახმარებაზე.

საარსებო წყაროებთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ - https://idp.gov.ge/livelihood-programs/
მისამართი: თბილისი, თამარაშვილის 15ა
ტელეფონი: 1505
ელ-ფოსტა: info@idp.gov.ge
Facebook

„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" სამშვიდობო ინიციატივა

  • ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ

საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ინიციატივას, რომლის მიზანია ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ახალი შესაძლებლობებისა შექმნისა და ხელშესახები სარგებლის მიღების, შიდა და საგარეო ბაზრებზე წვდომის, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების და ურთიერთობების, მიმოსვლის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სამშვიდობო პროცესის გააქტიურებისათვის. შესაბამისად, წარმოდგენილი ინიციატივა მოიცავს საქართველოს მთავრობის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებს. ამასთან, ამ ინიციატივის სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, იძლევა შესაბამის დაინტერესებულ აქტორებს შორის ჩართულობის, დიალოგისა და თანამშრომლობის შესაძლებლობას, რაც საქართველოს მთავრობის უპირატესი ამოცანაა.

  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის განათლების შესაძლებლობების განვითარება

საქართველოს მთავრობის მიდგომა და ხედვა ეფუძნება არჩევანის თავისუფლების, თანამშრომლობის, თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო თანასწორობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ პირებს შეიძინონ წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და განავითარონ უნარები.

საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის:

  • მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფა;
  • აფხაზური ენის დაცვა და განვითარება;
  • განათლების სისტემაში ჩართვის შესაძლებლობების განვითარება და გამარტივება;
  • საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და სწავლის გაგრძელების გამარტივება, ხარისხიან განათლებაზე წვდომა;
  • საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვის და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისათვის შესაბამისი მექანიზმებისა და პროცედურების შექმნა/გამარტივება;
  • პროფესიული განათლების მიღების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს -
https://smr.gov.ge/ge/page/40/nabiji-uketesi-momavlisken
მისამართი: ინგოროყვას ქ.7, თბილისი 0114
ტელეფონი: 032 299 90 80
ელ-ფოსტა: press@smr.gov.ge
Facebook

  • აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის" პროგრამის ფარგლებში, შერჩეული იქნა პირველ ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ. პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე შერჩეულ საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთების აუქციონის გზით იჯარით გასაცემად განაცხადების მიღების დაწყების თარიღია 28 მარტი, დსრულების თარიღი 26 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს - https://mepa.gov.ge/Ge/Projects/Details/189
მისამართი: თბილისი, გელოვანის ქ. 6
ტელეფონი: 1501
ელ-ფოსტა: info@mepa.gov.ge
Facebook

ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის არასამთავრობო პროგრამები

ქალთა ფონდი „სოხუმი" „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში" პროექტის ფარგლებში შექმნილი დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ქალებს სთავაზობს შემდეგ შესაძლებლობას:

პროფესიული უნარ-ჩვევების შემსწავლელი კურსი:

  • ჭრა-კერვის კურსი;
  • საბუღალტრო აღრიცხვის კურსი;
  • პოლიმერული თიხის ნაკეთობა.
კურსი ტარდება წელიწადში 4-ჯერ 2 თვის ხანგრძლივობით.

ტრენინგები ქალთა მეწარმეობის ხელშეწობისთვის, სადაც ისინი ეუფლებიან ცოდნას:

  • როგორ დაწერონ CV;
  • როგორ წარმოაჩინონ თავი გასაუბრებაზე;
  • როგორ დაწერონ ბიზნეს გეგმა;
  • როგორ წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი.

ტრენინგი ტარდება წელიწადში ერთხელ.

მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა.

სასწავლო კურსის, ტრენინგის და წარმატებული ბიზნესპროექტის დაწერის შემდეგ, ქალებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა საჭირო აღჭურვილობისთვის (სამუშაო იარაღები, მანქანა-დანადგარები და ა.შ.) 1200 ლარის ფარგლებში, საწყისი კაპიტალის სახით.

საგრანტო კონკურსი ცხადდება წლის ბოლოს წელიწადში ერთხელ.

დღის სარეაბილიტაციო ცენტრით სარგებლობა შეუძლია ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და რისკ-ჯგუფის ოჯახების წევრებს 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, ვანი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს http://www.fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/reabilitacia-ka

მისამართი: ქუთაისი, მგალობლიშვილის №6
ტელ: (+995 431) 27 13 68; 597 40 51 46
ელფოსტა: woman@fundsokhumi.ge
Web: www.fsokhumi.ge

Facebook

"ორბელიანი" არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს შესაძლებლობა შეცვალოს საკუთარი თემის/საზოგადოების ცხოვრება უკეთესობისკენ.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "ორბელიანის" ონლაინ პლატფორმის - app.orbeliani.net მეშვეობით უამრავი საჭირო, პრაქტიკული და კრეატიული იდეა დაფინანსდა საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ინსტიტუტებისგან მოძიებული ფინანსური რესურსებით."

"ორბელიანის" პოპულარობა იზრდება და ასევე იზრდება მოტივირებული ადამიანების რიცხვი, ვისაც სურს პატარა ნაბიჯებით შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ.

„ორბელიანი მეტი" Crowdfunding-ის პლატფორმაა სოციალური ინიციატივების მხარდასაჭერად და კარგი იდეებისთვის მეტი მხარდაჭერის გასაერთიანებლად.

ვებგვერდის გასაცნობად გადადით ბმულზე - https://orbelianimeti.ge/
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზირი N34
ტელეფონი: 032 298 20 72
ელ-ფოსტა: office@orbeliani.net
Facebook


მისამართი: პეტრიაშვილის ქ. N25/27, მე-2 სართული, ბინა 32. თბილისი
ტელეფონი:
+995 032 2147498 / +995 558 697811
ელ-ფოსტა: team@eda.org.ge
Facebook
დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

CENN არის რეგიონული განვითარების ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მუშაობს გარემოს დაცვაზე, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზონების ზრდის ხელშეწყობის გზით. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია რიგ სფეროებში, მათ შორის:
ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა,
დემოკრატიისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა,
მდგრადი კლიმატისათვის საზოგადოებრივი ჯგუფების დაფუძნება და განვითარება,
ქალების/გოგონებისა და ახალგაზრდების გაძლიერება. მათი მონაწილეობა ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: http://www.cenn.org/
მისამართი: თბილისი, ბეთლემის ქუჩა №27
ტელ: 032 275 19 03
ელ ფოსტა: info@cenn.org
Web: http://www.cenn.org/
Facebook - https://www.facebook.com/ThinkNaturally

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებთან, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, რომ ხელი შეუწყოს ქალთა ჩართულობას ბიზნესში. დაწყებული ფინანსების მოპოვებიდან და დამთავრებული ბიზნეს კონსულტაციებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეხმარება ქალებს შეიძინოს უნარები, ცოდნა და რესურსები შემდგომი განვითარებისთვის.

ფინანსების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ადგილობრივი ბანკების მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზების მეშვეობით, რომლებიც გამიზნულია მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. ამასთან ერთად, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებით ეხმარება ბიზნესებს გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი. ასევე თავაზობს გადამზადებას, მენტორობის პროგრამებსა და სხვა სახის მხარდაჭერას, რომ მეწარმე ქალებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების საშუალება მიეცეთ.

პროგრამა ფოკუსირებულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ. ეს მოიცავს ისეთ კომპანიებს, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა არ აღემატება 250 ადამიანს, ხოლო წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევრომდეა, ან ბალანსი 43 მილიონ ევროზე ნაკლებია. იმისათვის, რომ კომპანიამ მიიღოს მონაწილეობა პროგრამაში, კომპანიის მთლიანი საოპერაციო მართვის პასუხისმგებლობა უნდა იყოს ქალებზე, რომელიც, შესაძლოა აგრეთვე მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობდეს კომპანიას.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევი ბმულს - https://ebrdwomeninbusiness.com/finance.xhtml

Facebook: https://www.facebook.com/ebrdhq

მისამართი: თბილისი, ე.ნინოშვილის 64
ტელეფონი: +995 32 2 193 003
ელ-ფოსტა: info@gfa.org.ge
Facebook
დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს


მისამართი: ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ # 27 საფოსტო ინდექსი: 4600 / ქ.ამბროლაური, დავით აღმაშენებლის # 24
ტელეფონი: 0431 26 48 61
ელ-ფოსტა: aic@gol.ge
Facebook
დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს

LAG წყალტუბო, LEADER მიდგომაზე დაყრდნობით, მუშაობს ადგილობრივი განვითარების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სათემო და სოციალური სერვისების, ახალგაზრდობისა და კულტურულ-სპორტული, გარემოსდაცვის მიმართულებით. ორგანიზაციისათვის მოწყვლადი და სამიზნე ჯგუფებია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, მაღალმთიან ზონაში მცხოვრები პირები, ეკო-მიგრანტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალები და ახალგაზრდები.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

  • სოფლად განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მექანიზმების მხარდაჭერა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში;
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოციალური-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე;
  • დევნილების, ეკო-მიგრანტების, მაღალმთიან ზონაში მცხოვრები პირების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ახალგაზრდებისა და ქალების განათლების, დასაქმების და განვითარების ხელშეწყობა;
  • სოციალური მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

LAG წყალტუბოს პროექტი მოიცავს საგრანტო კომპონენტსაც - პროექტების შეფასების კომისია მხარს უჭერს ბიზნეს, სათემო და საჯარო პროექტებს, რომლებიც ემსახურება ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მიღწევას. საგრანტო კონკურსის 2 რაუნდის განმავლობაში მხარდაჭერილ იქნა 50-მდე პროექტი. მათ შორის, 10-მდე პროექტი ინიცირებულია ქალების მიერ, ხოლო მხარდაჭერილი პროექტების უმეტესობა მიმართულია ქალების დასაქმებისაკენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს http://www.tskaltubolag.ge/ge/
მისამართი: ქ. წყალტუბო, ავალიანის ქუჩა, #5
ელ-ფოსტა: lagtskaltubo@gmail.com
Facebook

მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანია იზრუნოს და ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) ზრდას და განვითარებას. SMEDA არის პირველი ციფრული ასოციაცია საქართველოში.

- SMEDA-ს მისიაა ხელი შეუწყოს SME ბიზნესის მდგრადობას, ზრდას და განვითარებას ადვოკატირების, მათ საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური მიდგომების, კონსულტირებისა და სწავლება-გადამზადების გზით;

- ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით SMEDA უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის უმნიშვნელოვანესი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში.

- SMEDA წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად შესაძლოა გავლენას ახდენდეს ამ სექტორის არსებულ მდგომარეობასა თუ სამომავლო განვითარებაზე.

- SMEDA-ს მიზანია მდგრადი ბიზნეს ასოციაციის მოდელის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ, კონკურენტულ და განგრძობითი ღირებულებების შექმნას, როგორც მისი წევრების, ისე კონკრეტული სექტორებისა და კლასტერებისთვის.

SMEDA იწყებს ახალი მიმართულების განვითარებას - Women For SME, რომლის მიზანი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქალი მეწარმეობის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

SMEDA-ში ვიწვევთ ქალ მეწარმეებს საქართველოს ყველა კუთხიდან - ყველას, ვინც უკვე შემდგარ ბიზნესს ფლობს და მართავს ან ახლა გეგმავს საკუთარი საქმიანობის წამოწყებას.
შეავსეთ გაწევრიანების განაცხადი და შემოგვიერთდით: t.ly/hUvj

წყარო - https://www.facebook.com/SMEDevelopmentAssociation

დასაქმების ცენტრები შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასაქმების ხელშეწყობის პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)" ფარგლებში.

პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი" (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს.

პროექტი მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.

ქუთაისსა და გორში შექმნილ დასაქმების ცენტრებში კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან კარიერულ განვითარებასა და სასურველი სამუშაოს მოძიებაში.

➤ გთავაზობთ:

👉შეისწავლოთ როგორ უნდა მოამზადოთ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიოთ თქვენთვის სასურველი სამსახური;
👉ჩაერთოთ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსში და დაეუფლოთ თქვენთვის სასურველ პროფესიას;
👉გაიაროთ სტაჟირება წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში;
👉ისარგებლოთ კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტების დახმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.

📌დასაქმების სერვისების მიღება შეუძლია ნებისმიერ ზრდასრულ პირს, რომელიც ცხოვრობს იმერეთის ან შიდა ქართლის რეგიონში. სერვისებით სარგებლობა უფასოა.

📣გთხოვთ, შეავსოთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა. ჩვენი კონსულტანტები დაგიკავშირდებიან თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე.

https://forms.gle/akVnzE8RnbencP6Y6
პ. ინგოროყვას ქ. N64 4600 Kutaisi T- 0431 25 13 30
nfo@edec.ge

ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამები


  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად, თბილისის მერია შეიმუშავებს მუნიციპალური განვითარების გეგმას. განხორციელდება თბილისის ეკონომიკური პოტენციალის სრულფასოვანი კვლევა. შემუშავდება და განხორციელდება ეფექტიანი საინვესტიციო პოლიტიკა, ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების სტრატეგია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სხვადასხვა პროექტები. გააქტიურდება თანამშრომლობა პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (საერთო პროექტები, კონფერენციები, ფორუმები, სემინარები, სხვადასხვა შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა და მათი თბილისში მასპინძლობა). მოხდება ქალაქისათვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების შერჩევა და მხარდაჭერა სხვადასხვა ღონისძიებებით;
  • ბიზნესის სტიმულირება (კოდი: 04 01) - პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა; მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხელსაყრელი სამეწარმეო გარემოს ჩამოყალიბება, ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორების განვითარების ხელშეწყობა და თბილისში რეგისტრირებული ან მოქმედი სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის მხარდაჭერა; მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა; მეწარმე ქალთა მხარდაჭერა; ქალაქის საერთაშორისო რეპუტაციის, ცნობადობის ამაღლების და ინფორმაციის გაცვლის მიზნით ადგილობრივი ღონისძიებების ჩატარება; ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციური პროექტების დანერგვა, რომლებიც მოქალაქეებისთვის არსებული მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების შექმნას უზრუნველყოფს. მიზნების მისაღწევად განხორციელდება ქალაქისათვის პრიორიტეტული ეკონომიკური სექტორების შერჩევა და მხარდაჭერა ღონისძიებებით: მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესმენების ხელშეწყობისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით გამოფენა-გაყიდვების ჩატარება, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სხვადასხვა ღონისძიებები ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით და სხვ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://my.tbilisi.gov.ge/#/home
წყარო - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6712283?publication=2

  • ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება (პროგრამული კოდი 06 02 26) - ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის უფლებათა კოდექსის მოთხოვნათა და არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური უსაფრთხოების ხელშეწყობა, რათა ამ გზით შემცირდეს ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე. ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა მიმართ ძალადობა კვლავაც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემისათვის. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებული და მცხოვრები პირები, რომელთა ოჯახები ქვემოთ ჩამოთვლილ სამიზნე ჯგუფებიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს: ოჯახი, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000–ს; გაღარიბების მაღალი რისკის წინაშე, კრიზისულ მდგომაროებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახი (საფუძველი: სოციალური მუშაკის დასკვნა); ოჯახი, სადაც ერთ–ერთი მშობელი, დამოუკიდებლად ასრულებს მშობლის ფუნქციებს; ოჯახი, რომელსაც ჰყავს სუსტი თანადგომის ქსელი (საფუძველი: სოციალური მუშაკის დასკვნა); ოჯახი, სადაც ერთი მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია; ოჯახი, სადაც ერთი მშობელი კანონთან კონფლიქტშია. ქვეპროგრამით ვერ ისარგებლებს ოჯახი, რომელსაც ქვეპროგრამით უკვე ნასარგებლები აქვს გასული პერიოდის განმავლობაში. ქვეპროგრამის განხორციელება მიმართულია ბავშვიანი ოჯახისთვის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს, კერძოდ: ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახთან ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომით სოციალური მუშაკის ბავშვისა და ოჯახის შეფასება/დასკვნის მომზადება; ოჯახის ეკონომიკური გაძლიერება; პოზიტიური მშობლობის ტრენინგ–კურსის უზრუნველყოფა. ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსზე/შემოსავალზე ეხმარება მშობლებს/მზრუნველებს ინვესტირება განახორ­ციელონ მათი შვილების ღირსების დაცვის, კეთილდღეობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარებისა და სხვა ინტერესების რეალიზებასა და დაცვაში. ქვეპროგრამაში მონაწილე თითოეული ოჯახის მხარდაჭერა განხორციელდება მომსახურების ან/და საქონლის/პროდუქტის შესყიდვის სახით შემდეგი მიზნებისთვის: პროფესიული გადამზადება/სტაჟირება დასაქმებისთვის, შემოსავლების მომტანი საქმიანობის წამოწყება ან არსებულის გაფართოება – ინვენტარის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში, თითოეულ შემთხვევაზე, ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა განისაზღვრება არაუმეტეს 5000 ლარის ფარგლებში. მშობლებში პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახებში ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოდნისა და პოზიტიური მშობლობის უნარების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება აქტივობები, რათა ამ გზით შემცირდეს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობისა და ძალადობის უარყოფითი გავლენა ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტებზე, კერძოდ, ინტერპერსონალური უნარ–ჩვევების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათსა და ბავშვს შორის ეფექტურ კომუნიკაციას; მშობელსა და ბავშვებს შორის თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბებას; მშობლის ხელშეწყობით ბავშვებსა და მოზარდებში სოციალური კომპეტენციის განვითარებასა და პრობლემური ქცევის შემცირებას; ასაკობრივი თავისებურებებისა და სირთულეების გაცნობას; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ პრობლემური სიტუაციის სწორად გაანალიზებას; მშობლის სოციალური უნარებისა და ოჯახის დაგეგმარების სწავლას. პროგრამაში მონაწილე მშობლებს/მზრუნველებს ბავშვის აღზრდის საკითხებზე ცოდნასა და პოზიტიური მშობლობის უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული მუშაობა უნდა ჩაუტარდეს ჯგუფური ფორმატით, ინტერაქციული სწავლების მეთოდებისა და კონკრეტული უნარ–ჩვევების განმავითარებელი სავარჯი­შოების გამოყენებით, წინასწარ წარმოდგენილი ტრენინგ–მოდულით, რომელიც ორგანიზაციის მიერ არის ადაპტი­რებული და ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. ერთი სატრენინგო ჯგუფი უნდა მოიცავდეს არანაკლებ, 10 სესიას, რომელიც ჩატარდება კვირაში ორჯერ. მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ქვეპროგრამაში შერჩეული ოჯახების სრულწლოვანი წევრების რაოდენობის მიხედვით, მაქსიმუმ 20. აღნიშნულ კომპონენტში ჯგუფურ მუშაობას ჩაატარებს ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი, რომელთაც უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და მსგავსი ტიპის პროგრამაში მონაწილეობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება. ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეულ მომსახურების მიმღებ სავარაუდო წევრს უნდა ჰქონდეს სურვილი/მოტივაცია და საჭიროება. ქვეპროგრამაში ჩართვის წინ, მომსახურების მიმღებ პოტენციურ მონაწილესთან უნდა მოხდეს ფორმალური შეთანხმება, რომ აუცილებლად დაესწროს ყველა სესიას, რადგან პროცესი არის დინამიური, თანმიმდევრული, უწყვეტი (ამასთან, წინა სესიების თეორიული მასალის განმტკიცება ხდება მომდევნო სესიაზე პრაქტიკული სავარჯიშოებით). ჯგუფში ჩართული უნდა იყოს ერთ–ერთი მშობელი ან ოჯახის სხვა უფლებამოსილი პირი, სასურველია ბავშვის აღზრდის უშუალო მონაწილე. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველი ვალდებულებას იღებს ურთიერთთანამშრომლობაზე. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია არის: განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში – პასპორტისა და იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლთან ერთად; კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის არქონის დროს, პირველ ეტაპზე შესაძლებელია, საქმისწარმოების დაწყების საფუძველი გახდეს შესაბამისი უწყებიდან (სსიპ სამოქალაქო რეესტრი) წარმოდგენილი ქალაქ ქუთაისში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); ბავშვის დაბადების მოწმობა; არსებული სამეწარმეო საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში დამატებით ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; სამიზნე ჯგუფის პირთა იდენტიფიცირება განხორციელდება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების სოციალური მუშაკების მიერ. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული შესაბამისი დასკვნა–რეკომენდაცია გადაეცემა ქვეპროგრამის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიმღები ბენეფიციარის კუთხით იმუშავებს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია. სოციალური მუშაკის დასკვნის, აგრეთვე, მომსახურების მომწოდებლის დასკვნის საფუძველზე, რომელიც შესრულდება 20 დღის განმავლობაში, ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვის კუთხით გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მომსახურების მომწოდებლის მიერ წარმოდგენილი დასკვნიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში. ქვეპროგრამაში მონაწილეობის მსურველს, შედეგების შესახებ ეცნობება სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ წერილობით, სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. მომსახურების მომწოდებლი ორგანიზაციის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღა­ურება მოხდება წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მხარდაჭერის ნებისმიერ კომპონენტში მუნიციპალიტეტი თავის თავს მოიაზრებს ისეთი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რომელიც სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის უფასოდ მოწოდებული. ქვეპროგრამის პროცესში, მომსახურების მიღების მიზნით შეირჩევა მაქსიმუმ 10 ოჯახი (გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: 3: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა);
  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 00) - ეკონომიკური განვითა­რების ხელშეწყობისათვის 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს სტრატეგიული დოკუმენტების შესრულების ხელშეწყობას, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას და პოპულარიზაციას, უცხოური და ადგილო­ბრივი ინვესტორების დაინტერესებას ქალაქის მიმართ; ქუთაისის, რეგიონის ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობას, გენერალური განვითარების გეგმის ცალკეული კომპონენტების მომზადებას, მუნიციპალური ქონების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას (გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა:11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება);
  • ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 03). ქუთაისის საინვესტიციო მიმზიდველობისა და გარე პოზიციონირებისათვის, პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესებისათვის ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს მომზადება, ადგილობრივი პროდუქციის ცნობადობისა და პოპულარიზაციის გაზრდის ხელშეწყობისათვის ქალაქში/რეგიონში ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის გამოფენა–გაყიდვების ორგანიზება ან ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩართულობა, ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის პროექტის განხორციელება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება ან ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩართულობა, საინფორმაციო – საკონსულტაციო სერვისის განხორციელება დაინტერესებული ადგილობრივი ბიზნესისათვის იმერეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, საინფორმაციო ბუკლეტების, ბანერების, ბრენდირებული საქმიანი ბლოკნოტების გამოცემა, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა მემორანდუმების ფარგლებში: „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ „M4EG“, „მერების შეთანხმების“ „Com East“, „ენერგეტიკული ქალაქების საერთაშორისო ქსელის“ „Energy Cities“, მდგრადი განვითარების მიზნების „SDG“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დოკუმენტის მონიტორინგის და სხვა მიმართულებებით (გაეროს მდგრადი განვითარების „SDG“ მიზანი, რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა: 11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.kutaisi.gov.ge/

წყარო - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6697241?publication=1

  • სოციალური დაცვის პროექტების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა - პროგრამა მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმ, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლი, ზრუნვის სისტემიდან გასული, მარჩენალდაკარგული და ა. შ.) ჩართულობას პროექტებში, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტები შეირჩევა მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისიისა და დებულების მიხედვით. სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ მოწოდებული პროექტების განხორციელების შედეგად ცალკეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://zugdidi.gov.ge/ka
წყარო - https://www.matsne.gov.ge/document/view/6735916?publication=2
  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 07 00) - მუნიციპალიტეტში ეკონომიკური განვითარების მიზნით დასახული აქვს სხვადასხვა აქტივობებისა და ღონისძიებებისგანხორციელება. რომელშიც მოიაზრება: მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების, საინვესტიციო პროექტების მომზადება. მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობა, საქართველოში გასამართ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით, ინვესტიციების დაგეგმვა, ინვესტორებთან თანამშრომლობა, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე. ტურიზმის განვითარების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება, ადგილობრივი ტურისტული ლოკაციების პოპულარიზაცია და ტურისტთა რაოდენობის ზრდას. მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და დაცვა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://khoni.gov.ge/
წყარო - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6697140?publication=0

  • ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას და პოპულარიზაციას, მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, ტურისტული ლოკაციების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://vani.gov.ge/
წყარო - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6721589?publication=1

  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერება (ქვეპროგრამის კოდი 05 05 02) - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით კონკურსის გამოცხადება ადგილობრივი ქალი მეწარმეებისთვის, სადაც ისინი კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვებენ შესაბამის დაფინანსებას.2025 წელს ჩატარებული შშმ პირების დედების ფოკუს ჯგუფების კვლევის საფუძველზე შშმ პირთა დედებისთვის დასაქმებისა და შემოსავლების მიღების ხელშეწყობის მიზნით მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის დაფინანსება, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://chokhatauri.gov.ge/
წყარო - https://matsne.gov.ge/ka/document/view/6359285?publication=1
  • მეწარმეთა საქმიანობის ხელშეწყობა - მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუუქციის პოპულარიზაცია, მეწარმეთა საქმიანობის დარეკლამა, ტექნიკური დახმარების გაწევა ვიდეო-ფოტო-ბუკლეტების დამზადება/შევსებაში. ასევე იურიდიული კონსულტაციის გაწევა, რაც დაკავშირებულია გარკვეული თნადაფინანსების პროექტებზე რეგისტრაციასა თუ საგრანტო განაცხადების შევსებსთან). პატარა საგამოფენო სივრცეების შექმნა. მუნიციპალიტეტის საიტზე მეწარმეთა ხელშეწყობისთვის გვერდის დამატება. ადგილობრივ მეწარმეთა საგამოფენო სიმპოზიუმებზე წარგზავნის უზრუნველყოფა. ასევე მივლინებების ორგანიზება თბილისობაზე, „ექსპო ჯორჯიაზე“ და სხვადასხვა მსგავს ფორუმებზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე - https://www.kutaisi.gov.ge/
წყარო - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6748239?publication=2

ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პროგრამები
ბიზნეს საკონსულტაციო პლატფორმა ქალი მეწარმეებისთვის

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს - https://www.facebook.com/crystalconsultinggeorgia
თუ გაქვთ საინტერესო ბიზნესიდეა, გსურთ უკვე არსებული ბიზნესის საქართველოს მასშტაბით გაფართოება ან არსებული ბიზნესის პარალელურად ახლის დაწყება, ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ!

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, ქალბატონებს გთავაზობთ ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოში თქვენი ბიზნესიდეის განხორციელებასა და არსებული ბიზნესის გაფართოებას შეუწყობს ხელს!

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა იყოთ:

  • იურიდიული პირი ან ინდმეწარმე
  • კომპანიის დირექტორი ან აღმასრულებელი დირექტორი (ასაკი - 22 წლის ზემოთ ქალბატონი)
  • უნდა გქონდეთ საინტერესო ბიზნესიდეა და სურვილი - გააფართოოთ მიმდინარე ბიზნესი საქართველოს მასშტაბით ან წამოიწყოთ ახალი ბიზნესი უკვე აქტიური ბიზნესის პარალელურად

უპირატესობები:
  • მიიღებთ სესხს ექსკლუზიური პირობებით
  • 1 წლის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ სრული საოპერაციო მომსახურებით

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს - https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/women-in-business?fbclid=IwAR05rg0cCnboYxD8UIY71F5kGP_icQzy6zKk_bO8-5jAuo0-DcI_vt6k3K8

ევროკავშირი, #EU4Business პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს, ადგილობრივი ბანკების მეშვეობით, შეღავათიანი სესხების გაცემის, საოჯახო ბიზნესის მიკრო დაფინანსებისა და მცირე გრანტების გაცემის გზით. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაბალპროცენტიანი სესხით, სესხის ხანგრძლივი ვადით, დაბალი საგარანტიო მოთხოვნებით და ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის არა უცხოურ ვალუტაში, არამედ ლარში გაცემის შესაძლებლობით.

ევროკავშირი, ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს ადგილობრივი ბანკების თანამშრომლებისთვის, რათა ისინი უკეთ მოემსახურონ მცირე და საშუალო საწარმოებს. ასევე, უზრუნველყოფს ტრენინგებს საწარმოთა წარმომადგენლებისათვის, მათი ფინანსური წიგნიერების ამაღლების მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
https://eu4business.ge/access-to-finance/?fbclid=IwAR2iqtUwa5oy8CIBtPRUHRBgkq1Cg4jKqdETC9JYQK2OKplILXeW2PNNmYE

ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA) USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს - Crop2Shop. პროექტი დაიწყო 2019 წლის დეკემბერს და მის ფარგლებში ექსპორტის განვითარების ასოციაციის ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა საქართველოს ყველა რეგიონში, მოახდინეს ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერების პრობლემების შესწავლა და სწორედ, ამ გამოწვევების და საჭიროებების იდენტიფიცირების გათვალისწინებით შეიქმნა ვებ-გვერდი crop2shop.ge

ვებ-გვერდის მიზანია კომპანიებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია ექსპორტის პროცედურების, ტექნიკური მახასიათებლების, საექსპორტო ბაზრების და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისათვის და ამარტივებს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას.

crop2shop.ge -ზე წარმოდგენილია 22-მდე პროდუქტი, თითო პროდუქტზე შეგიძლიათ იხილოთ 5 მოთხოვნად ქვეყანაში ექსპორტისთვის საჭირო აუცილებელი საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს კომპანიამ საკუთარი პროდუქტის ექსპორტისთის. ვებ-გვერდის მიზანია ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიების გაუადვილოს პროდუქტის რეალიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე და გაზარდოს პროდუქციის ხარისხი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს
https://crop2shop.ge/

საქართველოს ბანკი იწყებს ახალ პროექტს გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, რაც ხელს შეუწყობს ქალ მეწარმეთა განვითარებას და მათთვის მეტი შესაძლებლობის აღმოჩენას.

პროგრამა შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით 200 ქალი მეწარმის მხარდაჭერას ითვალისწინებს და პირველ ეტაპზე ინოვაციური იდეებით სავსე 20 ქალ მეწარმეს შეარჩევს.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ 2 თვის განმავლობაში სხვადასხვა კურსის, ტრენინგისა და ინდივიდუალური კონსულტაციების სახით შეიძინონ როგორც ზოგადი, ისე პრაქტიკული ცოდნა, მოიპოვონ გრანტი, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში რეგისტრაციისთვის დააჭირეთ https://bankofgeorgia.ge/ka/business/undp

დაგვიკავშირდი
(0 32) 2 444 444

customerservice@bog.ge