• სერვისები
    • ცენტრალური
    • არასამთავრობო
    • მუნიციპალური
  • გაძლიერების პროგრამები
    • ქალთა გაძლიერება - ცენტრალური პროგრამები
    • ქალთა გაძლიერება - მუნიციპალური პროგრამები
    • ქალთა გაძლიერება - არასამთავრობო პროგრამები
    • ახალგაზრდების გაძლიერება - ცენტრალური პროგრამები
    • ახალგაზრდების გაძლიერება - მუნიციპალური პროგრამები
    • ახალგაზრდების გაძლიერება - არასამთავრობო პროგრამები
    • ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პროგრამები
  • რისკების რუკა
  • ბიბლიოთეკა
    • ანგარიშები/კვლევები/ სახელმძღვანელოები/გზამკვლევები
    • კანონმდებლობა
    • სტატისტიკა
    • ხშირად დასმული კითხვები
    • ფსიქოლოგის რჩევები
    • ეროვნული რეფერალური პროცედურები
  • სიახლეები
    • მულტიმედია
    • ძალადობის მსხვერპლის პროფილი - წარმატების ისტორია
    • მეწარმე ქალები
    • ძალადობის ქრონიკები
    • ქალთა ფონდი "სოხუმის" ბლოგი
  • დაგვიკავშირდი
  • SOS
ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა
გაძლიერების პროგრამები
ძალადობის
მსხვერპლის
პროფილი -
წარმატების ისტორია
მეწარმე ქალები
გვანცა ბჟანია
მხატვარი, ხელნაკეთი ნივთების ოსტატი
„ჩემი აქტიური სამეწარმეო საქმიანობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.თავიდან სხვადასხვა ხელსაქმით ვიყავი დაკავებული: ვქსოვდი, დაზგაზე ვმუშაობდი, ვკერავდი, თუმცა საბოლოოდ საყვარელი საქმედ და ამასთან, შემოსავლების წყაროდ ჩემთვის იქცა ფერწერა და ძერწვა.ჩემთვის მხატვრობა ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. ის მმატებს თვითშეფასებას. მჯერა, რომ ჩემს სამშობლოს სულ ცოტათი მეც ვაფერადებ.მინდა, ქალებს ვურჩიო, გჯეროდეთ საკუთარი თავის, თუ ბრძოლა მხოლოდ საკუთარ თავთან გიწევთ, დააჯერეთ ის, რომ შეუძლებელი არაფერია და აუცილებლად ყველაფერი გამოვა.“
ლელა ლომთაძე
მუსიკოსი, მსახიობი და ხელნაკეთი ნივთების ოსტატი
“მე ლელა ლომთაძე ვარ. მუსიკოსი, მსახიობი და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი.
რადგან მსახიობი ვარ, მუსიკოსი და უპირველესად, ქალი, ყოველთვის გინდა გამოიყურებოდე გამორჩეულად. სწორედ ამან განაპირობა ჩემი დაინტერესება ხელნაკეთი ნივთებით. პირველად გამოფენაში მონაწილეობა 2012 წელს მივიღე, ქალაქის მერიის მიერ ჩატაებულ ღონისძიებაში, რომლიც პერმანენტულ ხასიათს ატარებდა და მეც გახარებული ვუერთდებოდი თითოეულ მათგანს. შესაბამისად, ვქმნიდი სხვადასხვა ტიპის სამკაულებს, ნივთებს, რაც ძალიან კარგ გუნებაზე მაყენებდა და მოტივირებული ვიყავი კიდევ უფრო მეტი საინტერესო და ორიგინალური ნივთები გამეკეთებინა..
ქალთა ფონდში „სოხუმი“ ჩემი მეგობრის რჩევით მივედი, რომელიც ძალიან აღფრთვანებული იყო გარემოთი და იქ შეძენილი ცოდნით, რასაც ქვია "პოლიმერული თიხის" შესწავლა.. მეც გავეშურე და მეგობრის რჩევა გამართლდა. იქ დამხვდა ყველაზე მთავარი ფიგურა - ამ ლამაზი გარემოს და აურის შექმნელი ქალბატონი - მაკა ჯიშკარიანი, "მაკრინე". პირველი დღიდანვე შემიყვარდა მის მიერ ჩატარებული გაკვეთილები, რჩევები და მუშაობის პრინციპი, რომელიც არც თუ ისე ადვილი ყოფილა. მისმა დარიგებებმა ძალიან ბევრი შესაძლებლობა აღმოგვაჩენია თითეულ ჩვენთაგანს ჩვენში, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი და კიდევ უფრო მოტივირებული გაგვხადა - ჩვენი ცნობიერებიდან მაქსიმალურად შეგვექმნა ლამაზი ნივთები, რომელიც თვალს ახარებს და განწყობას გიმაღლებს. და მთავარი ის, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ ამის მოტივაცია გაგაჩნია... იმდენად პოზიტიურია ის, რასაც შენი ხელით ქმნი, რომ ეს განწყობა აისახება შენს დადებით განწყობაზე, პოზიტიური განწყობა კი სხვებზეც გადამდებია..
ქალებს კი ვურჩევ, მაქსიმალურად იყვნენ საკუთარი თავის ძიების პროცესში, რადგან არასოდეს იცი, რა შეიძლება აღმოაჩინო საკუთარ „მე“-ში. თუ შრომის შედეგით კმაყოფილი ხარ და პოზიტიურ განწყობაზე გაყენებთ ეს პროცესი, მერწმუნეთ, ეს სხვებზეც გადამდებია...“

facebook
Instagram
TikTok
ლალა თხელიძე
თიხის ოსტატი, მეწარმე
სრულიად შემთხვევით, ჩემი მეგობრისგან - სალომე კლდიაშვილისგან გავიგე პოლიმერული თიხის შემსწავლელ კურსზე.

2022 წელს ზამთარში გავიარე პოლიმერული თიხის კურსები ქალთა ფონდ „სოხუმში". ნამდვილად ვიფიქრებდი თიხით რაიმეს თუ გამოვძერწავდი... მაკრინესთან შეუძლებელი არაფერია. ძერწვისას სულ იმეორებდა, „თიხამ უნდა შეგიყვაროსო". ფონდს საოცარი გუნდი ჰყავს - გულისხმიერები, კეთილები, სითბოს რომ ასხივებენ და ცდილობენ ყველანაირად დახმარებას, თავიანთი საქმის პროფესიონალები! ფონდში მომეცა საშუალება მესწავლა ბიზნეს-გეგმის შედგენა, რაც წარმატებით გავიარე და მცირე გრანტიც მოვიპოვე, რითაც ძალიან მადლიერი ვარ. ამ გრანტით შევიძინე თიხის მასალა და სხვა დანარჩენი საჭირო აღჭურვილობა.

ძალიან დიდი სტიმული და ენერგია მომეცა ამ მცირე წარმატების საფუძველზე და ასე შევუდექი საქმეს. თავდაპირველად ვაკეთებდი სასუვენირე ბრელოკებს, ბროშებს, თმისამაგრებსა და სხვა აქსესუარებს, კერამიკულ ჭურჭელს ვაფორმებდი დეკორატიულად.

2 მაისს, გვირილობას, პირველად მივიღე გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა. რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა - რაც მქონდა ნამუშევარი წარდგენილი, ყველაფერი გავყიდე. ამით მეტი თვითდაჯერებულობა მომემატა და განვითარებაზე დავიწყე ფიქრი. სიახლის ძიებაში ვიყავი, როდესაც გამიჩნდა იდეა პოლიმერული თიხისგან დამზადებული საყურეები მეწარმოებინა. ფორმები გამოვიწერე ერთ-ერთი ამერიკული საიტიდან და შევუდექი კეთებას. 2023 წლის ზაფხულში იმერეთის რეწვის ასოციაციის წევრი გავხდი და სისტემატიურად ვიღებდი მონაწილეობას ყოველკვირეულ გამოფენა-გაყიდვაზე. ასევე, ქალაქ გარეთ, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავდივართ მიწვევით გამოფენა-გაყიდვაზე. ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ჩემმა საყურეებმა და გაყიდვაში კარგად ჩაეშვა. გავაკეთე ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები.

ისევ დავიწყე თვით განვითარებაზე ფიქრი: საყურეს რა აქსესუარი დაამშვენებს თუ არა სამკაული და დავიწყე სამკაულების კეთება ბუნებრივი ქვებისგან, რამაც ძალიან, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და გაყიდვადია!

დღესდღეობით უკვე ორ მაღაზიაში არის ჩემი პროდუქცია წარმოდგენილი ესენია: „ატარე ქართული" და „ტასიკოს სახელოსნო".

ასევე სილამაზის ცენტრ „Laserspace_sk"-ში.

წინ კიდევ დიდი მიზნები და გეგმები მაქვს, არ ვჩერდები ისევ და ისევ სიახლეს ვეძებ, პარალელურ რეჟიმში ვსწავლობ საოფისე საქმეზე.

ძირითადად ღამით ვმუშაობ და სანამ ჩემი შვილი დაიძინებისას მომიცუცქდება გვერდით და ჩემთან ერთად ძერწავს ხოლმე თიხაზე და სამკაულზე, მეუბნება, „როცა დიდი გავიზრდები, მეც გავაკეთებო". ეხლახანს გახდა 5 წლის, მარიამი ჰქვია.

15 აპრილს მათემატიკის ოლიმპიადა ჩატარდა წყალტუბოში. 54 ქვეყნიდან იყო წარმომადგენელი და დღის განრიგის ერთ-ერთ აქტივობად ჰქონდათ თიხაზე ძერწვა. მიწვეული ვიყავი, როგორც მასწავლებელი ოსტატი. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო და იმდენად ამაღელვებელი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. პირველად ავიღე ჰონორარი, როგორც მასწავლებელმა. ნაყოფიერი 3 საათი გამოვიდა, ყველა ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა. თითოეულს თავისივე ნაშრომი ჭიქა გადაეცა სახსოვრად.

ქალებო, ეძიეთ თქვენს თავში ნიჭი და განავითარეთ ის. გაიარეთ კურსები, რომელიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში დაგეხმარებათ. ასე შეძლებთ საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას. არ გაჩერდეთ. გამონახეთ დრო საკუთარი განვითარებისთვის.

ლალა თხელიძე, თიხის ოსტატი, მეწარმე

Facebook
Instagram
Tik-Tok

თეონა რევიშვილი
ხელოვანი, "ფიფოხელნაკეთი"ს დამაარსებელი

„სილა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ეზოში ეყარა, თუ ზღვაზე ტერფებს მიწვავდა, მერე ხშირად ყოფილა ჩემი შთაგონება...
ხან ხაჭაპურად ვაქცევდი, ხან - ყვავილად, ხან - დინოზავრად, ხანაც - მანქანად.
"პლასტილინი", დეფიციტი რომ იყო, სადღაც მაინც მიშოვნიდა დედა და მეც ვძერწავდი, ვძერწავდი ჩემი ოცნების ფერად სამყაროს.
მერე...
მერე ბევრი რამ იყო და არის.
ფონდ" სოხუმთან" მეგობრობისას ერთმანეთს შეერწყა ის, რაც ვიცოდი, რაზეც რუდუნებით ვიღწვოდი და ის, რასაც ფონდში ვეზიარე.
სიახლეს საინტერესო ელფერი და არომატი აქვს. ცხადია, ამ ელფერმა მეც მომხიბლა და მეტი შთაგონებით ჩავუღრმავდი თიხის საიდუმლოებას. ჰარმონია ვიგრძენი მასთან ურთიერთობით და ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, მგონი სიმღერაც მესმის თიხის.
ვშრომობ, ვმეგობრობ და ვცდილობ სხვასაც გავუზიარო ის, რასაც ვქმნი და მაბედნიერებს.
აღმოაჩინეთ საკუთარ თავში შემოქმედი და გაჰყევით მას უკიდეგანო წიაღსვლებში"


Facebook

რუსუდან გვეტაძე
ეპოქსიდის ნაკეთობების, სუვენირების ოსტატი

ზაფხულში გავიარე პოლიმერული თიხის შემსწავლელი კურსი ქალთა ფონდში ,,სოხუმი". ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ თიხით რაიმეს გაკეთებას შევძლებდი, თუმცა, როცა მაკა ჯიშკარიანის ჯგუფში მოხვდები, მალევე ხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია. ფონდში საოცარი გუნდი დამხვდა, გულისხმიერი, პროფესიონალი, ყველა დადებითი ადამიანური თვისებების მატარებელი ქალბატონების მთელი გუნდი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გვერდით დაგიდგნენ.

ყველაფერი კი თითქოს შემთხვევით დაიწყო. პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე ვეძებდი ისეთ საქმეს, რომელიც ახალი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის და მთლიანად მომიცავდა. თავიდან ეპოქსიდის ხელოვნებით დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია, შევიძინე საჭირო მასალა, ინვენტარი და დავიწყე. მშვენივრად ჩავერთე და შედეგმაც არ დააყოვნა. ყველამ მომიწონა, ფინანსურადაც გაამართლა.

ამ ეიფორიაში რომ ვიყავი, ჩემმა ერთგულმა მეგობარმა და არაჩვეულებრივმა ადამიანმა - ნინო მარუაშვილმა პოლიმერულ თიხაზე ჩამომიგდო სიტყვა და მიმართულებაც მომცა, სად მივსულიყავი და ისიც ამიხსნა, რომ თუ სამკაულის ხაზს ავირჩევდი, ეპოქსიდისა და პოლიმერული თიხის სინთეზი საინტერესო და შემოსავლიანი იქნებოდა. ასე აღმოვჩნდი ფონდში ,,სოხუმი".

სამკაულის გარდა ძალიან გამიტაცა ჭიქის დეკორის ხელოვნებამ. ეს არის საქმე, რომელიც ჩემია, ესთეტიკური სიამოვნების გარდა, საოცარ სულიერ სიმშვიდეს მგვრის და ეკონომიურადაც საკმაოდ შემოსავლიანია. ერთია მხოლოდ - დრო არასოდეს მყოფნის და ძირითადად ღამე ვმუშაობ.

ყველა ქალს, რომელსაც სილამაზის აღქმა შეუძლია, ვისაც ოდნავაც კი რაიმე გამოსდის საკუთარი ხელით, ვურჩევდი, გამოენახათ დრო, სულ ცოტა მაინც, სულის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დაკავდეთ საყვარელი საქმით, ეს უდიდესი სიამოვნებაა და როცა სხვა ადამიანი შენი ხელით, რუდუნებით შექმნილ ნივთს სიამოვნებით ატარებს, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს."

Facebook

მერი კუპატაძე
სამკერვალო „მერისგან" დამაარსებელი

"მე მერი კუპატაძე ვარ, 28 წლის. დედასთან ერთად დავაარსე საკმერვალო სალონი „მერისგან". წინა წელს მოვიგე „აწარმოე საქართველოში"ს გრანტი და გავაფართოვე სამკერვალო. ვარ ორი შვილის დედა და სამსახურთან ერთად გავაგრძელე უმაღლესში სწავლა ტექსტილისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით. მე-3 კურსზე ვარ ახლა.

სამკერვალოს შეკვეთების გარდა ვქმნი ხელნაკეთი აქსესუარების საკმაოდ ფართო ასორტიმენტს. ქალებს ვეტყვი რომ არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვან ხელიდან,ყოველთვის გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და აუცილებად მიაღწევენ წარმატებას.

ბოლო ერთი წელია, რაც ქალთა ფონდთან „სოხუმი" ქალბატონმა რუსუდანმა დამაკავშირა. ვიყავი პედაგოგი - ხელნაკეთი აქსესუარების შექმნა შევასწავლე 5 ქალს. ერთობლივად საოცრად ნაყოფიერი მუშაობა გამოგვივიდა, რამაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა. აქედან ერთი ქალბატონი უკვე ფონდის საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას. ერთმა კი დამოუკიდებლად დაიწყო ხელნაკეთების გაყიდვა. სამივე ვიყავით საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საახალწლო გამოფენაზე, სადაც დიდი წარმატებით ჩაიარა გამოფენა-გაყიდვის პროცესმა. ასევე, ფონდში გავიარე ჭრა-კერვის კურსი. მართალია, მე და დედა ორივე თვითნასწავლები ვიყავით მანამდე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს კერვაში, კურსზე ნასწავლი ამ წესებისა და ჩვენი ცოდნის შერწყმა, დღეს გაცილებით გვიადვილებს შრომას. ყველაზე მთავარი კი, რაც ფონდმა მომცა - ესაა საოცარი ემოციები, ახალი მეგობრები. ფონდთან ურთიერთობის დროს აღმოვაჩინე, რომ მეც შემიძლია სხვებს გავუწოდო დახმარების ხელი.

ქალებს ვეტყვი, რომ არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვან ხელიდან. ყოველთვის გააკეთეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას."

სამკერვალო „მერისგან" დამაარსებელი

Facebook
ელზა ხუჯაძე
ხელოვანი, ეპოქსიდის ნაკეთობების, სუვენირების ოსტატი

„მე ვარ ელზა ხუჯაძე, პროფესიით დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ბავშვობიდან მიყვარს ხელსაქმე და მოყვარულის დონეზე ვსწავლობდი ქსოვას, ქარგვას, კერვას, ხატვას, ბუნებრივი მასალებით კოლაჟებისა და კომპოზიციების შექმნას, ძველი საოჯახო ნივთების განახლებას და სხვას.
ორი წლის წინ დავინტერესდი ეპოქსიდის ხელოვნებით. შვიდი თვის წინ კი პირველი ნაკეთობის შექმნის პროცესს ვეზიარე და შევაბიჯე ხელოვნების ახალ სამყაროში.
ეპოქსიდის ფისით ჩემი ხელით შეგროვილი გამომშრალი ყვავილებით და ბუნებრივი მასალების გამოყენებით ვქმნი ნაკეთობებს. მუშაობის პროცესში ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილს, ემოციას და ასე იქმნება ექსკლუზიური ნამუშევრები.
ჩემი პირველი გამოწვევა იყო შეზღუდული დრო და არასაკმარისი ფინანსები. მეორე - თეთრად გათენებული ღამეების დროს შექმნილი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალთა ფონდი „სოხუმი". ამ საოცარმა ორგანიზაციამ საშუალება მომცა ჩემი ნამუშევრები მზის სინათლეზე გამომეტანა და ჰობი მცირე ბიზნესად მექცია.
მეწარმეობის პირველივე დღეებიდან მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. მყავს მადლიერი მომხმარებლები, ამ ხელობის შესწავლის მსურველები და კმაყოფილი გამომწერები.
ძვირფასო ქალატონებო, მე წლების ოცნება ავიხდინე და თქვენც იგივეს გისურვებთ. დამოუკიდებელი სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელია კონკრეტული მიზანი, შრომისმოყვარეობა, საქმისადმი სიყვარული, სირთულეებთან გამკლავების უნარი და მიზნისკენ მიმავალ გზაზე მტკიცე ნაბიჯებით სიარული.
ყველას გისურვებთ წარმატებას."

TikTok
Facebook
Instagram

სოფი წირღვავა
მეწარმე, ხელნაკეთი სამკაულებისა და აქსესუარების საწარმო „Avem/ავემ"-ის დამაარსებელი

"ჩემი მცირე ბიზნესი, რომელიც მოგვიანებით ჩემი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა, 2016 წელს დავიწყე. ამ დროს დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი და ბავშვებთან ყოფნასთან ერთად, მინდოდა თვითრეალიზება და განვითარება. ბავშვებთან თამაშისას ხშირად ვძერწავდით ფიგურებს პლასტილინისგან და ცუდად არ გამომდიოდა. თუმცა მთავარი მიზეზი, რამაც მიბიძგა ამ საქმისკენ, ეს იყო დედაჩემის საჩუქარი. მან მაჩუქა ხელნაკეთი გულსაბნევი, რომელიც ძალიან შემიყვარდა და ვიფიქრე, თავადაც ხომ არ უნდა ვცადო მათი გამოძერწვა?

დავიწყე სხვადასხვა მოკლე ვიდეოების ყურება YouTube-ზე, სადაც სხვადასხვა ოსტატები ჰყვებოდნენ და აჩვენებდნენ თიხასთან მუშაობის ტექნიკას, რა თქმა უნდა, „ხეზე ცოცვის" გამჟღავნების გარეშე. შესაბამისად შეცდომებზე სწავლებით ვეძებდი საკუთარ იდეალურ ფორმულას.

რატომ Avem? სახელზე დიდხანს ვფიქრობდი, მინდოდა რაღაც მოკლე და სწრაფად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელიც გავყიდე, იყო ჩიტი, რაც ლათინურად ჟღერს Avem. აქედან მოდის სახელი. ხალხმა დაიწყო ჩემი ნამუშევრების შეძენა და ჩემი ჰობი ჩემი შემოსავლის წყარო გახდა. ოჯახი ყოველთვის მეხმარებოდა აბსოლუტურად ყველაფერში, განსაკუთრებით მეუღლე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა და ნებისმიერ ჩემს იდეას უჭერდა მხარს.

2018 წელს დავიწყე თანამშრომლობა „ფონდ სოხუმთან", სადაც ქალთა სხვადასხვა ჯგუფს ვასწავლიდი ძერწვის საფუძვლებს და ჩემი რამდენიმე სტუდენტი წარმატებით აგრძელებს დღეს მუშაობას. ძერწვა არ არის მხოლოდ დასვენება და სიამოვნება, ეს არის თვითრეალიზება, შემოსავლის წყარო და რწმენა იმისა, რომ შეგიძლია მიაღწიო წარმატებას. ეს იყო ჩემი თვითრეალიზების მეორე ეტაპი. ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ხედავ, შენს მოსწავლეებს აქვთ საკუთარი საქმე და ვითარდებიან ამ მიმართულებით. მესამე ეტაპად განვიხილავ ჩემი პატარა ბიზნესისთვის გრანტის მოპოვებას. აქაც ძალიან მეხმარებოდა მეუღლე, რომელთან ერთადაც შევადგინე ბინზეს გეგმა. დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად ავიღებდით დაფინანსებას და ასეც მოხდა. რომ შევაჯამოთ, მინდა ვთქვა, რომ თუ გულწრფელად გჯერა იმის, რასაც აკეთებ დაცდილობ, ყველა შენი შესაძლებლობა გამოიყენო, ბევრს მიაღწევ.

გჯეროდეთ საკუთარი თავის, იპოვეთ თქვენი საქმე, დაისახეთ მიზანი და ისწრაფეთ მისკენ."

სოფის ხელნაკეთების სანახავად ეწვიეთ მის Facebook-ს

მაკა ჯიშკარიანი
ხელოვანი, პოლიმერული თიხის ოსტატი

„სამეწარმეო საქმიანობა 2019 წლიდან დავიწყე. მანამდე სულ სხვა პროფესიით გახლდით. ფონდ „სოხუმში" ვეზიარე თიხის ხელოვნებას, რამაც ერთ დროს ბავშვობაში მიძინებილი ნიჭი გააღვიძა ჩემში. აქედან დაიწყო ჩემი ბედნიერების ხანა. თიხამ და ზოგადად ხელოვნებამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ასე შევიცვალე პროფესია და პროფესიამაც შემცვალა მე.

მას შემდეგ სულ შრომაში და სახელოვნებო მოღვაწეობაში ვარ, სულ რაღაცას ვხატავ ან ვძერწავ. ხელები, ხელები ხომ სულ უნდა შრომობდნენ, როცა ასეა მაშინ ადამიანის გონება, განცდა, აზრი, ემოცია ყველაფერი ხელებს მიჰყვება ემორჩილება და ასე იბადება შემოქმედებისგან მიღებული სიხარული. ყველა სფეროსა თუ დარგში ასეა.
მინდა, ქალებს ვუთხრა, არასოდეს დაკარგონ იმედი, სიკეთეზე იფიქრონ და სიკეთით იცხოვრებენ. სამყაროში არაფერი იკარგება, ფიქრებიც კი. კეთილ ფიქრებს კეთილი საქმეები მოსდევს."

სოფის ხელნაკეთების სანახავად ეწვიეთ მის ფეიბუქ გვერდს
„ცხელი ხაზის" ნომრები
116 006
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
111
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი
112
SOS - ჩუმი განგაშის ღილაკი
2 405 222
საქართველოს პროკურატურა
126
გენერალური ინსპექცია
15 05
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო
14 81
საქართველოს სახალხო დამცველი
ვებგვერდი „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი" შექმნილია ქალთა ფონდი "სოხუმის" მიერ კანადის „თანასწორობის ფონდის" (Equality Fund) მხარდაჭერით. მისი მთავარი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების ცნობადობის ხელშეწყობა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად არსებული ყველა სახის სერვისის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
ეძებ დახმარებას? არ იცი ვის მიმართო?
მიიღე ამომწურავი ინფორმაცია შენთვის საინტერესო საკითხზე
ყველაზე სრულ ბაზაში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძალადობა ბოროტებაა!
არ გაჩუმდე, იმოქმედე, მიმართე!
შენ არ ხარ მარტო!
  • პოლიციის დახმარება
    დარეკე 112-ზე ან ისარგებლე მობილური აპლიკაციის 112 Georgia ჩატით ან ზარით. თუ არ გაქვთ საუბრის ან ზარის განხორციელების საშუალება SOS ღილაკზე დაჭერით შესაძლებელია ჩუმი განგაშის გაგზავნა 112-ში.
    აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
    Google Play Store ან App Store-ზე.
    საინსტალაციო ინსტრუქციები იხილე აქ:
    ანდროიდისთვის / iOS სისტემისთვის.

  • ცხელი ხაზი 116 006
    ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცხელ ხაზზე 116 006 დარეკვა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში ანონიმურად, უფასოდ (ნებისმიერი ოპერატორიდან, საერთაშორისო ზარების ჩათვლით).
    ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხს დაინტერესებული პირი მიიღებს ქართულ, ინგლისურ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე.
  • აპლიკაცია SAFE YOU
    კავშირი "საფარის" აპლიკაციის SAFE YOU SOS ღილაკზე ერთი დაჭერით განგაშის უფასო სიგნალი ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზირებულ ქალთა ორგანიზაციებთან და პოლიციასთან (სურვილისამებრ).
    აპლიკაციას ასევე შეუძლია ხმის აუდიო ჩაწერა, შენახვა და გადაგზავნა.
    გადმოწერე აპლიკაცია Google Play Store ან App Store-დან.
დაგვიკავშირდი
სათაო ოფისი: ქუთაისი, მგალობლიშვილის 6
ტელეფონი: (+995 431) 27 13 68
ელფოსტა: womansukhumi@gmail.com

წარმომადგენლობითი ოფისი: თბილისი, ადამ მიცკევიჩის 29ბ
ტელ: (+995) 5 71 41 04 89
ელფოსტა: fundsukhumitbilisi@gmail.com