საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
· ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
· ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;
· სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას;
· კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ატარებს გამოძიებას;
· ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში;
· რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ;
· სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტირის, თანამდებობის პირის, "ქურდული სამყაროს" წევრის/"კანონიერი ქურდის", ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშეწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331
1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში;
· ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას.
ცხელი ხაზი 2 405 222ოფიციალური ვებგვერდი