საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
მულტიმედია
როცა შენი ფული შენი აღარ არის - ეკონომიკური კონტროლი და ტექნოლოგიური ძალადობა
10.12.2025

„იმ დღიდან ჩემი ფული აღარ იყო ჩემი. არჩევანის უფლება ნელ-ნელა გაქრა და ზრუნვა კონტროლად იქცა.
“ ეს არის ეკონომიკური კონტროლი - ტექნოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფორმა.
🤝 პროექტი „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის აღიარება და მასზე რეაგირება“ ხორციელდება საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ WAVE ქსელის მხარდაჭერით.
რა არის ფოტოებით შანტაჟი?
08.12.2025

"თავიდან ყველაფერი თითქოს სიყვარულით დაიწყო — „გამომიგზავნე ფოტო, მხოლოდ ჩემთვის იქნება“… მაგრამ ეს ნდობა გადაიქცა შიშად, მუქარად და ემოციურ ძალადობად," - ლიკა, 23 წლის
👉 ნდობა დანაშაული არ არის. დანაშაულია მისი ბოროტად გამოყენება.
📘 გაეცანით ჩვენს ახალ გზამკვლევს: „პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა – ამოიცანი და დაიცავი თავი“
რა არის კიბერ თვალთვალი?
05.12.2025

ქეთის ისტორია ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე — კიბერ თვალთვალზე — გვიყვება.
ლოკაციის გაზიარება თითქოს ზრუნვით დაიწყო, მაგრამ გადაიქცა მისი ყოველდღიური ცხოვრების სრულ მონიტორინგად:
• სად მიდიოდა,
• ვისთან მიდიოდა,
• როდის ბრუნდებოდა
• რატომ „ქრებოდა“ რუკიდან.
👉 ეს არ არის სიყვარული.
👉 ეს არ არის ზრუნვა.
👉 ეს არის კონტროლი, ციფრული ძალადობის ფორმა.
თუ მსგავსი გამოცდილება გაქვს, თქვენ არ ხართ მარტო. ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა რეალურია, და მისი ამოცნობა პირველი ნაბიჯია გასათავისუფლებლად.
უხილავი ძალადობა: როცა სიყვარული კონტროლად იქცევა
02.12.2025

ზოგჯერ ძალადობა უხილავია. იგი არ ტოვებს კვალს სხეულზე, ჩუმად იპარება გონებაში, გაკონტროლებს, გართმევს თავისუფლებას.
📱 თამარის ისტორია რეალურია: „პაროლები მივეცი, რადგან მეგონა ასე შენდებოდა ნდობა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. კითხვები, აკრძალვები, კონტროლი… ყველაფერი სიყვარულის სახელით. და მე ნელ-ნელა ვკარგავდი საკუთარ თავს.“
ეს არის ტექნოლოგიებით წახალისებული ძალადობა (TFGBV) — უხილავი, ჩუმი, მაგრამ ძალზე რეალური.
💬 თუ გგონია, რომ ვინმე აკონტროლებს შენს ციფრულ სივრცეს - ეს არის სიგნალი. თავისუფლება არასოდეს უნდა იყოს სადავო.
რა არის პარტნიორულ ურთიერთობაში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა?
02.12.2025

დღეს ტექნოლოგიები არა მხოლოდ კომფორტს გვიქმნის, ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, პარტნიორულ ურთიერთობაში ძალადობის იარაღადაც შეიძლება იქცეს. ეს მოიცავს:
• ლოკაციის მუდმივ თვალთვალს;
• პაროლების მოთხოვნას;
• შეტყობინებების კონტროლს;
• ფარული ჩაწერას;
• კიბერმუქარას და ზეწოლას.
🎥 ამ ვიდეოში იხილავთ, როგორ იწყება და როგორ ვლინდება ციფრული ძალადობა პარტნიორებს შორის, რატომ არის ის საშიში და როგორ შევიძლია საკუთარი თავის დაცვა.
🔵 პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ WAVE ქსელის მხარდაჭერით.
📞 დახმარება / ცხელი ხაზი
❗ 112 — გადაუდებელი დახმარება
❗ 116 006 — ძალადობის მსხვერპლთა ეროვნული ცხელი ხაზი
✨ ამოიცანი, ისაუბრე, იმოქმედე!
ქალების ტრანსფორმაციის გზა
26.11.2025

ეს არის სიუჟეტი ქალებზე, რომლებმაც გაბედეს და პირველი ნაბიჯი გადადეს. ქალებზე, რომლებმაც ხმამაღლა თქვეს საკუთარი ამბავი, იპოვეს მხარდაჭერა და შეიქმნეს ახალი, უკეთესი რეალობა. ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები დღეს არის ადგილი, სადაც 10 მუნიციპალიტეტიდან ასობით ქალი იღებს ემოციურ, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ეს არის წარმატების, გაბედულების და ერთმანეთის გვერდით დგომის ნამდვილი ისტორიები. შთააგონე საკუთარი თავიც და სხვაც.

გააზიარეთ, რომ უფრო მეტმა ქალმა გაიგოს: ცვლილება შესაძლებელია.
სოციალური მუშაობის პარასპეციალისტები
ფონდი "სოხუმის“ ინოვაციური პროექტი დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში უკვე ასობით ქალს ეხმარება.
პარასპეციალისტები არ არიან ფსიქოლოგები ან სოციალური მუშაკები, თუმცა სწორედ ისინი ქმნიან თემში მხარდაჭერის პირველ რგოლს.
იხილეთ "ინფო იმერეთის" მიერ მომზადებული სიუჟეტი და გაიგეთ, სოციალური მუშობის პარასპეციალისტები რა როლს ასრულებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში.
რატომ ტოვებენ ქალები სამშობლოს? | ქალთა მიგრაცია
ეს არის ქალების რეალური ისტორიები დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტიდან, სადაც მიგრაცია ხშირად არა არჩევანი, არამედ გადარჩენის ერთადერთი გზაა.
ვიდეოში წარმოდგენილია ქალების პირადი გამოცდილება, სტატისტიკა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის შედეგები.
ფორუმ-თეატრი ძალადობაზე – ახალგაზრდების ხმა ცვლილებისთვის
ეს არ არის მხოლოდ სპექტაკლი, ეს არის პლატფორმა, სადაც მოზარდები თავიანთი სათქმელით გვეუბნებიან:
ძალადობაზე დუმილი აღარ უნდა გვაკავშირებდეს.
ვიდეოში ნახავთ, როგორ მიაქვთ ახალგაზრდებს ხმა თემამდე, როგორ იბადება დიალოგი და როგორ შეიძლება სცენიდან დაიწყოს ცვლილება.
დააკვირდი, ჩაერთე და თავადაც გახდი ცვლილების ნაწილი.
ტრავმა-ინფორმირებული მიდგომით მუშაობა - ტრავმის შემდეგ მხარდაჭერა, რომელიც ცვლის ცხოვრებას!
ქალთა ფონდი "სოხუმი" ტრავმა-ინფორმირებული მიდგომით ეხმარება ძალადობაგამოვლილ ქალებს რეაბილიტაციასა და გაძლიერებაში.
როგორ მუშაობს ეს მეთოდი და რატომ არის ეს გადამწყვეტი მათი ახალი ცხოვრების დაწყებისთვის?
როგორ ვესაუბროთ მამას ფემინიზმზე?
ეს არ არის მიზეზი კონფლიქტისთვის – პირიქით, შესაძლოა სწორედ აქ იწყებოდეს ღირებული დიალოგი. ნინის გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ შეიძლება რთული თემის განხილვაც კი გახდეს ურთიერთობის გაღრმავების შანსი. დაუკვირდით, როგორ არგუმენტირებს ნინი და როგორ ცდილობს მამის მოსმენისა და საკუთარი პოზიციის გაზიარების დაბალანსებას. გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა? ეწვიე survivefamilydinner.ge – შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.
საუბარი კონფლიქტის გარეშე – შესაძლებელია?
შეგიძლია გადაურჩე მამასთან აქტივისტებზე კონტრავერსულ საუბარს? 😅 დატესტე, რამდენად კარგად ფლობ კონსტრუქციული დიალოგის უნარებს და აღმოაჩინე, როგორ ისაუბრო რთულ თემებზე დაპირისპირების გარეშე.
როგორ ვისაუბროთ ისე, რომ დიალოგი არ გადაიზარდოს კონფლიქტში?
რთული და კოტრავერსიული თემები არ უნდა ნიშნავდეს კონფლიქტს. უყურე ჩვენს ვიდეოს და გაიგე, როგორ შეინარჩუნო კონსტრუქციული დიალოგი.
ითამაშეთ "როგორ გადავურჩეთ ოჯახურ სადილს"
ოჯხაური სადილის მაგიდის გარშემო სარისკო საუბარი მიმდინარეობს? გაუმკლავდი საეჭვო შეხედულებებსა და კონსპირაციულ თეორიებს მარტივად და ეცადე დესერტამდე ისე მიხვიდე, რომ მაგიდა არავინ ააყირაოს.
როგორ დავიცვათ ახალგაზრდები ონლაინ ძალადობისგან?
რა გავლენას ახდენს ონლაინ ძალადობა მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე?
ქალთა ურთიერთმხარდაჭერის ჯგუფები
ქალთა მიმართ ძალადობის რისკის მაჩვენებლები
წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ვიდეო რგოლს 2024 წლის ივნისში ოთხი პოლიტიკის დოკუმენტის შესახებ, რომელიც ხაზს უსვამს ქალთა მიმართ ძალადობის რისკის მაჩვენებლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,027 ქალმა 10 მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ანგარიშები ორიენტირებული იყო მოწყვლადი ქალებისთვის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე. 🪩 ინდიკატორების რუკა ხელმისაწვდომია აქ - https://sosfsokhumi.ge/fsdata2024 🔗
სოციალური მუშაობა
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ეხმარება ძალადობაგამოვლილ ქალებს რეაბილიტაციასა და გაძლიერებაში, რათა შეძლონ უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების დაწყება. სოციალური მუშაობის მეშვეობით, ისინი იღებენ ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას, სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს და მხარდაჭერას ახალი გზის საპოვნელად. #გაძლიერება#სოციალური_მუშაობა#ძალადობისგარეშე
რა უნდა ვიცოდეთ, რათა გაუცნობიერებლად არ გავხდეთ ციფრული მანიპულაციის მსხვერპლი ონლაინ სივრცეში?

ხელოვანი ქალის პროფილი
„სამი დღე არ გამოვსულვარ გარეთ"…
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისტურ კონკურსში საუკეთესო სიუჟეტი - 1 ადგილი: თამარ ქავთარაძე, თინათინ ახვლედიანი
იხილეთ მეტი
ქალი ფეხბურთელების პრეცედენტული გამარჯვება სექსუალური შევიწროების საქმეში
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ჟურნალისტურ კონკურსში საუკეთესო სიუჟეტი - 3 ადგილი: თათა კაჭკაჭიშვილი (რადიო სიუჟეტი) - (სიუჟეტის დაწყების ზუსტი დრო: 7 წთ და 38 წმ)
იხილეთ მეტი
როგორ ამოვიცნოთ გენდერული დეზინფორმაცია?
ეს გვერდი შენთვისაა. მუშაობ თუ დიასახლისი ხარ, ბევრ ადამიანთან გაქვს კონტაქტი თუ საერთოდ მარტო გრძნობ თავს. შენი მეგობარია. მფარველია. მტკიცე ზურგია. ახალი ცხოვრების დასაწყისია.
ქალთა ფონდმა „სოხუმი" Equality Fund-ის მხარდაჭერით კონფერენცია გამართა, რომელიც მიეძღვნა თემას: „მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობა, ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის". სასტუმრო „არგოს" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კონფერენციაზა განიხილეს ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების განსაზღვრის მნიშვნელობა პრევენციისა და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად; და მუნიციპალურ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკეთესი თანამშრომლობის, კოორდინაციისა და რეაგირებისთვის
ქალთა ფონდ ,,სოხუმთან,, მეგობრობის შემდეგ, ქალების ცხოვრება იცვლება. ჩვენი ბენეფიციარიც, ვისი ისტორიაც სულის შემძვრელია, აუცილებლად გაძლიერდება და დამოუკიდებლად წარმატებულ მომავალსაც შექმნის მისთვის და მისი შვილებისათვის.
ქალთა ფონდი ,,სოხუმი,, გიყვებათ ქალებზე, რომლებიც ცვლიან საკუთარ და სხვების ცხოვრებასაც. ჩვენი ფილმის პერსონაჟი ქალბატონი მანანაა, რომელიც ემიგრაციის მერე მშობლების სახლში დაბრუნდა და ბევრი საინტერესო იდეით და მისი ნიჭიერებით, ჩვენს გამორჩეულ ჯგუფს შეუერთდა თერჯოლაში.
✨მისი ისტორია არ არის განსაკუთრებული. ბევრი ქალის ტკივილს გავს. ✨ჩვენი რესპონდენტი ყვება, როგორ ისწავლა ქალთა ფონდ ,,სოხუმის" სარეაბილიტაციო კურსით საკუთარი თავის პატივისცემა, შვილების მოსმენა, ცხოვრების ახალი ენერგიით გაგრძელება
გაეცანი ჩვენს ახალ სოციალურ ფილმს, სადაც მოთხრობილია ქალთა ფონდი "სოხუმის" საქმიანობის შესახებ სწორედ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მნიშვნელობაზე
ვებგვერდი "ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი" არის საქართველოში პირველი პლათფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საჭირო სამათავრობო, არასამთავრობო თუ მუნიციპალურ მხარდაჭერისა და გაძლიერების როგორც სერვისებს, ასევე პროგრამებს, საკანონმდებლო აქტებს, სტატისტიკას, სასარეგბლო პასუხებს, მსხვეპლთა წარმატებულ ისტორიებსა თუ გამოწვევების შესახებ ბლოგებს და სიახლებს.

ქალთა ფონდ ,,სოხუმის,, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა SOS ღილაკიანი ტელეფონების გადაცემაა. პროექტი მხარდაჭერილია კანადის ფონდის მიერ.
#არარუსულკანონს

8 მარტის აქცია ქუთაისში და ქალთა ფონდი "სოხუმი"
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ჩვენს კალენდარზე 2018 წლიდან მოინიშნა. თავიდან საინფორმაციო შეხვედრებით, მდგომარეობის შესწავლით, ძალადობის მსხვერპლი ქალების რეაბილიტაციით, ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარებით, „Sos" ღილაკით აღჭურვილი ტელეფონების გადაცემით, ტრენინგებით, კვლევებით, დიალოგით თვითმმართველობასთან.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და დაფინანსებით, „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდმა "სოხუმმა" 60-ზე მეტი ადამიანისთვის ჩაატარა სამი ტრენინგი. აუთსორსინგის ეს და კიდევ ბევრი სხვა წარმატების ისტორია იხილეთ ჩვენს ფილმში
ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს
ჩვენი ვიდეოს პერსონაჟი ნანაა. მგრძნობიარე და საინტერესოდ მოსაუბრე რესპონდენტი, რომელმაც დაუვიწყარი დღეები გაატარა ქალთა ფონდ "სოხუმის" სარეაბილიტაციო ცენტრში. გაიცნო ადამიანები, რომლებმაც მისი ცხოვრება შეცვალეს.. #ჩვენვაძლიერებთქალებს
ქალთა ფონდ "სოხუმის" ახალგაზრდები გმობენ ფემიციდს
ქალთა ფონდი ,,სოხუმი,, ახალგაზრდების აქტიურობით აგრძელებს კამპანიას ,,ყველა ფემიციდის წინააღმდეგ!,,
ყველა ფემიციდის წინააღმდეგ

ქალთა ფონდმა „სოხუმმა" კამპანიის „ყველა ფემიციდის წინააღმდეგ" ფარგლებში, ჟურნალისტების და ბლოგერების ვორქშოპს უმასპინძლა.
ქალთა ფონდ " სოხუმის" ახალი ინიციატივა "მსოფლიოს ქალი ავტორები/პერსონაჟები - ქალთა უფლებებზე"
ნინო ჭანიშვილი - ოზურგეთის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე
ნატალია ხუბუა - სენაკის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი

მზია კიკალიშვილი - წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი
"მეგობრობის დღე უკრაინელ ქალებთან"
გიგა ბიბიჩაძე - ახალგაზრდა მკერავი კაცი
ბელა შათირიშვილი, შუაამაღლების ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი

ნონა ესებუა - ცაცხვის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენელი

ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის მნიშვნელობა
ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს
ქალთა ფონდ "სოხუმის" საქმიანი ვიზიტი საირმეში
თაფლაკვერი "უკრაინისთვის"
#StandWithUkraine️ #stoprussianaggression
ქალი და მშვიდობა
აღზრდა გენდერული სტერეოტიპების გარეშე
აღზრდა გენდერული სტერეოტიპების გარეშე
ქალი ოპერატორი, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს არღვევს
ქალი და მშვიდობა
#StandWithUkraine️ #stoprussianaggression
Солідарність українських матерів
#StandWithUkraine️ #stoprussianaggression ქალთა ფონდ "სოხუმის" სოლიდარობა უკრაინას
ირინა, ძალადობისგან თავისუფლების გზაზე - Irina From Violence to a Road of Freedom


ქალთა ფონდ "სოხუმის" დღის სარეაბილიტაციო ცენტრი ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს!

ქალთა ფონდ "სოხუმის" დღის სარეაბილიტაციო ცენტრი
ქალთა ფონდ "სოხუმის" დღის სარეაბილიტაციო ცენტრი
რა სჭირდება ყველაზე მეტად ძალადობის მსხვერპლ/მარტოხელა/მრავალშვილიან დედებს?
საერთაშორისო კამპანიის "16 აქტიური დღე ქალთა ძალადობის წინააღმდეგ" ფინალური ვიდეო
ინგა კაკიაშვილი ძალადობაზე
ნანცო ცხვირაშვილი ძალადობაზე
დათო ლიკლიკაძე ძალადობაზე