ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, აღკვეთა და შესაბამისი სამართალწარმოება; კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემაკავებელი ორდერის გამოცემა ან/და გამოძიების დაწყება; დამცავი და შემაკავებელი ორდერების პირობების შესრულების მონიტორინგი და დარღვევაზე რეაგირება; კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება; მსხვერპლის/დაზარალებულის ინფორმირება მისი უფლებებისა და დაცვის გარანტიების თაობაზე; ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მსხვერპლის მოთხოვნით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში, მსხვერპლის თანხმობით, მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა; პენიტენციური დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მსხვერპლის (შშმ პირის შემთხვევაში, მათ შორის, მისი მხარდამჭერის) ინფორმირება ძალადობის ჩამდენი მსჯავრდებულის მიერ (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულების დატოვების (გათავისუფლების, გაქცევის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისა და სხვ.) შესახებ.
ოფიციალურ გვერდზე გადასასვლელად დააჭირე აქ -
https://info.police.ge/