„სილა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ეზოში ეყარა, თუ ზღვაზე ტერფებს მიწვავდა, მერე ხშირად ყოფილა ჩემი შთაგონება...
ხან ხაჭაპურად ვაქცევდი, ხან - ყვავილად, ხან - დინოზავრად, ხანაც - მანქანად.
"პლასტილინი", დეფიციტი რომ იყო, სადღაც მაინც მიშოვნიდა დედა და მეც ვძერწავდი, ვძერწავდი ჩემი ოცნების ფერად სამყაროს.
მერე...
მერე ბევრი რამ იყო და არის.
ფონდ" სოხუმთან" მეგობრობისას ერთმანეთს შეერწყა ის, რაც ვიცოდი, რაზეც რუდუნებით ვიღწვოდი და ის, რასაც ფონდში ვეზიარე.
სიახლეს საინტერესო ელფერი და არომატი აქვს. ცხადია, ამ ელფერმა მეც მომხიბლა და მეტი შთაგონებით ჩავუღრმავდი თიხის საიდუმლოებას. ჰარმონია ვიგრძენი მასთან ურთიერთობით და ერთი ქართული ფილმისა არ იყოს, მგონი სიმღერაც მესმის თიხის.
ვშრომობ, ვმეგობრობ და ვცდილობ სხვასაც გავუზიარო ის, რასაც ვქმნი და მაბედნიერებს.
აღმოაჩინეთ საკუთარ თავში შემოქმედი და გაჰყევით მას უკიდეგანო წიაღსვლებში"
Facebook