ისტორია N18
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
ავტორი
ზეკო ხაჩიძე





19 წელია, მანანა გოცირიძე ქალთა ფონდ „სოხუმის" ხმა და სიტყვაა, რომელიც ბენეფიციარების გულამდე ზუსტად მიდის. დადის ყველა სოფელში და მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენი გუნდი დიდ საქმეებს აკეთებს ქალების ცხოვრების რეფორმირებისთვის და აფერადებს მათ დანგრეულ სამყაროს, თავიდან აყვარებს ცხოვრებას და ადამიანებს. იცლება და თავიდან ივსება. არაა ადვილი ამდენი ადამიანის ტკივილს უსმინო, გააანალიზო, თვითშეფასების კოეფიციენტი აუმაღლო, იპოვე მათი სიკეთის და ბრძოლის საწყისი ათვლის წერტილი და თანმიმდევრულად მიყვე განვითარების გზას ყველა ე.წ. „მსხვერპლში" . სიზიფეს შრომაა..

ინტერვიუსთვის მაშინ ვნახე, როცა ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის დაბრუნებული იყო. გავსებული სამი ქალის ტკივილით და აწეწილი ბედისწერით.

„ერთი მათგანი საშუალო განათლებისაა. პროფესია აქვს. საკუთარი საქმე. შესაბამისად, უფრო ადვილია მისი ტკივილების დაამება. მისი ხსნა ბევრად უფრო რაციონალურად შეიძლება. იცის რა ქვია მის პრობლემას, ქმრის გადაჭარბებულ ეჭვს, ძალადობას, თანაცხოვრების შეუძლებლობას.

მაგრამ დანარჩენს, მათ, ვისაც საშუალო განათლებაც არ აქვთ და საკუთარ სათქმელს ვერ პოულობენ მარტივი ანკეტის შევსების დროს, ალბათ უფრო გაუჭირდებათ წამოდგომა. ამასაც მიჩვეული ვართ და გავიყვანთ სწორ გზაზე, იმედია".

ჩვენი მანანა ქალების და ბავშვების სულის ექიმია. მისი გამოცდილება მეტია, ვიდრე ზოგიერთის პროფესიული ასაკი, ამიტომ ფრთხილია სიტყვებთან და დასკვნებთან, მაგრამ შეუჩერებელია გადარჩენისთვის გონებრივ ბრძოლებში.

თვლის, რომ ყველაზე დიდ პრობლემად ისევ განათლების დეფიციტი რჩება. განსაკუთრებით ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც პატარა და თითქმის მიტოვებული სოფლებია. მაგრამ არც მეგაპოლისებშია საქმე უკეთ. „ძალადობა" და „ძალადობის მსხვერპლობა" ნაკლები ცოდნის და გააზრების შედეგია ყველგან.

„სადღაც რაღაც უნდა ვისწავლოთ. ან სკოლაში, ან ოჯახში, ან მეგობრების გარემოში. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე. ჩვენ ვზრუნავთ, როგორც შეგვიძლია. ბევრს უთქვამს -ქალბატონო მანანა, თქვენი კონსულტაციები გვყოფნის ერთი კვირა (სოფლებში ქალთა ფონდ „სოხუმის" საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრები იგილისხმება), მერე ვბრუნდებით ჩვენს სამყაროში და თვის ბოლოს უკვე დაცლილები ვართ.

ადამიანებს ყველგან უნდა ქონდეს შესაძლებლობა, დროდადრო მიიღონ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი. და ესეც სოციალური პრობლემაა. არც ფიზიკური სიჯანსაღეა მათთვის ხელმისაწვდომი. ეს კომპლექსური პრობლემაა.

არასამთავრობო ორგანიზაციები უდიდეს საქმეს აკეთებენ ამ მხრივ. ჩვენც, მათშორის. უხმაუროდ და სტაბილურად უკვე, ათეული წლებია.

მუნიციპალიტეტებში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებაში გონიერ ადამიანებს ვხვდებით, იქაც უკეთესი პროცესები იწყება ჩვენთან მეგობრობით, ჩვენთან თანამშრომლობით."

ქალთა ფონდ „სოხუმის" ფსიქოლოგისთვის ასეთი ფიქრი ყოველდღიური წესრიგია. ხვალ ისევ წავა ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრში. მესამე ბენეფიციარის „სულის გახსნას" დაელოდება, ფაქიზად ამოათქმევინებს საკუთარ ტრავმებს და დედობის სწორ ფუნქციაზეც ეტყვის რამდენიმე შეგონებას, რომ შვილებმა კიდევ თავიდან არ გააგრძელონ პრობლემები, რომელიც შედარებით შეუცნობელი სამყაროდან მემკვიდრეობად მიყვებათ. და ასე ერთ წრეზე იგივე შეცდომებით არ ვიაროთ ყველამ.

ორი კვირაა ის გონივრული ვადა, როცა სხვადასხვა „ძალადობის მსხვერპლები" ფონდის უკომფორტულეს გარემოში იღებენ ყველა სახის ზრუნვას, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას. მერე ისევ უბრუნდებიან საკუთარ ცხოვრებას და სხვები იკავებენ მათ სანატრელ ადგილს სარეაბილიტაციო ცენტრში.

„ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა გრძელდება ხოლმე სატელეფონი ზარებით, მიწერ-მოწერით. მაგ დროს უკეთ ვხვდები ვის ეყო ჩვენი სერვისები, და ვის ვერა. ამიტომ, ეს საკონსულტაციო მეგობრობა ხანდახან წლობით გრძელდება და გიხარია შედეგი, რომელმაც ბევრი ქალი ფეხზე ამაყად და დამოუკიდებლად დააყენა".

დიახ, რთულია, მაგრამ ჩვენ რეალურად ვცვლით ქალების ცხოვრებას და ვაძლიერებთ მათ!

ეს ქალთა ფონდი „სოხუმია" და ჩვენი ბლოგის გმირი დღეს ჩვენივე ფსიქოლოგია, ენერგიული, უანგარო და დაუღლელი ენთიზიაზმის და ცოდნის მანანა გოცირიძე.

წარმატების ისტორიები
სიყვარულის ძიებაში
წარმატების ათინათები
ხელი, რომელიც გიცავს
ნაცრისფერი თვალების სევდა
თავშესაფრის დღიური
წარმატება და ტკივილი
მსხვერპლები
გზა შინისაკენ
დღე სასწაულების შემდეგ...
არ ვიცი რა იქნება ხვალ
ნარინჯისფერი სტუმარი
ნანას ისტორია და Truffe
ოხ, ეს „ქალი საჭესთან"
დაძმობის ერთი სევდიანი ანკეტა
სენტიმენტალური პაუზა
პოლკოვნიკის ქალიშვილი
ქალები ბრძოლის წინა ხაზზე
ფსიქოლოგის ფსიქოლოგია
მარტოქალის ძალა
გზა, რომელიც რეალურად ცვლის მათ ცხოვრებას
„სოხუმის" კალთაში
შეუპოვარი
„სოხუმელების" შვილობილი ფერადი ავატარები
ზეცავ, ქუდი მოიხადე! მე შენთან მოვდივარ!
ბედისწერის წინააღმდეგ
დედობის ელეგია
Keep On, Keep On, Keep On
სიყვარულის სევდა
პატარა ქალები
სწავლა, რომელიც მაძლიერებს
მაიკო - მავედრებელი ქალი
ბენეფიციარის დღიურიდან
ინტერვიუ სარკის მეორე მხარეს
"შიშისა და ძალადობისგან თავისუფალი გზით"