"ყველაზე ხშირად შვილების გამო საკუთარ თავს ივიწყებენ ქალები. ვიდრე დედები გავხდებით, მანამდე უნდა გავიაზროთ, რომ არავის გამო საკუთარ თავზე უარი არ უნდა ვთქვათ, რომ შვილებს სწორედ შემდგარი, რეალიზებული, წარმატებული, ბედნიერი და ლამაზი დედები ახარებთ. მე საკუთარმა დედამაც მასწავლა ეს და ქალთა ფონდმა “სოხუმმაც”დამარწმუნა, რომ ქალს აქვს ყველაზე დიდი ძალა - ფუძე გაუძლიეროს ოჯახს მშვიდობისმოყვარე სულით. დღეს მყავს ოჯახი, რომელიც მეამაყება მისი თითოეული წევრით. ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ, ერთგულად ვაშენებთ ჩვენი შვილების მომავალს, რომელსაც თავისუფალი, პროგრესული სამყაროსთვის ვზრდით, სადაც არ იქნება ძალადობა!"