2019 წელს ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით საქართველოში პირველად შეიქმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტებში მერის მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად:
კომისიის შემადგენლობაში არიან:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი/ვიცე-მერი - კომისიის თავმჯდომარე;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი - მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
- სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის უფროსი;
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარ- ტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ტერიტორიული სამმართველოს წარმომადგენელი;
- სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი სამეგრელოში;
- არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი;
- ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრის მენეჯერი;
- ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ხელმძღვანელი.