ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამა;ქალების მეტი ჩართულობისა და გააქტიურებისათვის ზრუნვა, ქალების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი და თანაბარუფლებიანი წევრების, განვითარების ხელშეწყობა. გამოყოფილია 20000 ლარი
კულტურული ღონისძიებების დაფინანსების ქვეპროგრამა (კოდი: 05 02 05);ითვალისწინებს კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას გენდერული თანასწორობის საკითხებში, შშმ პირების ინტეგრირებას საზოგადოებასთან. ასევე, ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდას ჯანმრთელობის, ადრეული ქორწინების საკითხებში და არაძალადობრივი და უსაფრთხო კულტურის ჩამოყალიბებას
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა (კოდი: 06 01/ 06 02);ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის უზრუნველყოფას გარკვეული შეღავათებით და სოციალური დახმარებებით:
;მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარების უზრუნველყოფას მედიკამენტებით, ერთჯერადი უფასო კვებით
;დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას
;დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ბავშვთა აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროგრამას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამა ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე სოციალური პოლიტიკის განხორციელებას და სოციალური პროგრამის დაგეგმარებისა და განხორციელების დროს ითვალისწინებს ქალებისა და კაცების განსხვავებულ საჭიროებებს. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია ბავშვების, შშმ პირების, მოხუცების, ქალებისა და კაცებისთვის სხვადასხვა სოციალური სერვისის იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112" - ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები
იხილეთ სტატისტიკა
ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა
იხილეთ სტატისტიკა
ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006)