ქობულეთი

ოფიციალური სტატისტიკა მუნიციპალიტეტის მასშტაბით იხილეთ ქვემოთ
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის განაწილება გენდერულ ჭრილში
ქალი - 50.5% (37812);
კაცი - 49.5% (36982)
ქალთა ოთახი
(ფუნქციონირება დაიწყო 2016 წლის ნოემბრიდან)

პროექტი „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის" (ALCP) ფარგლებში განხორციელდა, რომელიც შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ (SDC) დაფინანსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსმა" განახორციელა.

„ქალთა ოთახის"- მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და ასევე სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა.

ვიზიტორებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით, სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, საკონსულტაციო სერვისებითა და სხვა მომსახურებით.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112" - ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები
ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა
ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006)
გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური პროგრამები
უწყებათაშორისი კომისია