სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02);სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ ეკონოლიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჯანმთელობის დაცვის ხელშეწყობა.
;ქვეპროგრამები:
;მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის
;მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც მოიცავს:
;- დედ-მამით ობოლი ბავშვის დახმარება – კვარტალში ერთხელ 400 ლარი
;- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება - 300 ლარი
;- ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი
;- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა - თვეში არაუმეტეს 250 ლარი
;- ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა - თვეში არაუმეტეს 250 ლარი
;- ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან / და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) - არაუმეტს 200 ლარი
;- სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი, დედ-მამით ობოლი ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და სხვა მძიმე-სოციალურ ეკონომიურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულ ოჯახს - არაუმეტეს 80 ლარის ღირებულების
;- ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება - 1500 ლარი
;- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან კერძოდ კი მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში - ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარი
;- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწასებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების, ან/და უგვზოუკვლოდ დაკარგვის, გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 2000 ლარის
;- კრიზისულ მდგომარებაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გაძლიერებისა და დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების დაფინანსება, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. თითოეულ ოჯახზე გასაცემი თანხის ოდენობა - არაუმეტეს 2000 ლარი
;გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა - მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის - ძალადობის მსხვერპლი და/ან რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშბოლების (როგორც ქალის ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების, იგპ პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა. პროგრამა ითვალისწინებს გენდერული ცნობიერების ჩამოყალიბებას ინფორმირებას გენდერულ კანონმდებლობაზე, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებულ მექანიზმებზე, სოციალური პარტნიორობის სისტემაზე. ქვეპროგრამის მიზანია: გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, გენდერული საჭიროებების კვლევა
;წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ინდივიდუალური სახლების მშენებლობის ან/და შეძენა
;წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების დახმარება