ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01);კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მძიმე დაავადების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეების პროფილაქტიკური გამოკვლევა, მათში ყველაზე გავრცელებული დაავადებების დროულად გამოსავლენად, ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა.
;ქვეპროგრამები:
;- მედიკამენტებით უზრუნველყოფა
;- სამედიცინო დახმარება - სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე და სხვადასხვა შემთხვევების შედეგად დაავადებული, გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება (მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირების)
სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02);პროგრამის მიზანია ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. სახელ¬მწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომელიც მთლიანობაში უზრუნველყოფს ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
;ქვეპროგრამები:
;სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა
;მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
;სოციალური ღონისძიებები
;სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა
;განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა
;შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
;უფასო კვება
;კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება
;ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა თანადგომა
;შინმოვლა
;აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია
;შშმ პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება/ თანადაფინანსება
;მარტოხელა მშობელთა დახმარება
;ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება
;გადაუდებელი რეაგირება - სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების დახმარებას, რომლებიც გადაუდებლად საჭიროებენ სხვადასხვა სერვისის მიწიდებას ან/და მატერიალურ დახმარება
;გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფსიქიატრიული სერვისებით უზრუნველყოფა
;სოციალურად დაუცველი ახალშექმნილი ოჯახებისა და ახალშეძენილი შვილიანი ოჯახების მხარდაჭერა
;მრავალშვილიანი ოჯახების მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა
;სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის განათლების ხარისხის ამაღლება
;ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება
;ბავშვის განვითარების ხელშეწყობა
;ონკოლოგიური პაციენტების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 03);ქუთაისის მუნიციპალი¬ტეტში გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით (2023-2026) გათვალის¬წინებული აქტივობების შესრულებით განხორციელდება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შექმნისა და აღსრულებას ხელშეწყობა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა, ქალების საჭიროებების, მოთხოვნებისა და ინტერესების გატარების გზით, საბჭოს ძლიერ, სანდო, გამჭვირვალე, თანასწორობის ეფექტურ, ინკლუზიურ და მდგრად ინსტიტუციად ჩამოყალიბებით. პროგრამის მიზანია ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. მათ შორის, საბჭოს ეფექტური ინსტიტუციური საქმიანობის ხელშეწყობა, საბჭოს გაძლიერება და გააქტიურება გენდერული თანასწო¬რობის, ცნობიერების ამაღლების, ეფექტური კომუნიკაციისა და მგრძნობელობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112" - ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები
იხილეთ სტატისტიკა
ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა
იხილეთ სტატისტიკა
ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006)