გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;დაფინანსება - 10 ათასი ლარი
;პროგრამის განმახორციელებელია გენდერული თანასწორობის საბჭო. პროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა გენდერულად სენსიტიური ჯგუფის – ძალადობის მსხვერპლი ან/და რისკ-ჯგუფის ქალების, მარტოხელა და/ან ქვრივი მშობლების (როგორც ქალის, ისე კაცის), განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდების, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ პირების, მარტოხელა და ზრუნვის პოლიტიკის საჭიროების მქონე ხანდაზმულების პირების საჭიროებების შესწავლა და ამ საჭიროებებზე მორგებული საბიუჯეტო წინადადებების შემუშავება და დანერგვა.
;დაფინანსდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმოჩენას, უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას და თანასწორ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას, გენდერულ მეინსტრიმინგს და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
თანადგომის საჭიროების მქონე ოჯახთა დახმარება (კოდი 06 02 07);მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან ეკონომიკურ სიდუხჭირეში და/ან მოულოდნელ კრიზისულ ვითარებაში, მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში. დახმარების მისაღებად, ოჯახმა ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან უნდა დააკმაყოფილოს ერთ-ერთი მაინც:
;ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს
;ოჯახში არის ონკოლოგიური, გადაადგილებაშეზღუდული, ფსიქიკური აშლილობის ან სხვა მძიმე დაავადების მქონე პირი
;ოჯახში არის მარტოხელა მოხუცი, შშმ პირი ან ორი და მეტი 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, ან ოჯახმა დაკარგა მარჩენალი
;ოჯახის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია
;ოჯახში არის ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი (აღნიშნული პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში).
სამედიცინო დახმარების ხარჯები (კოდი 06 02 01);ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდეა, ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას, რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება, ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ სამედიცინო მომსახურების (კვლევა, ოპერაცია, მკურნალობა, ქიმიოთერაპია) ხარჯები.
უფასო სასადილოების დაფინანსება (კოდი 06 02 04);ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები ყოველდღიურად მიიღებენ უფასო სადილს. ბენეფიციარი შეირჩევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის“ მიერ.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (კოდი 06 02 05);ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც 2022-2023 წლებში შეეძინათ მეორე ან შემდეგი შვილი, საჩუქრად მიეცემათ: მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში - 200 ლარი, მესამე შვილის შეძენისას - 300 ლარი, მეოთხე და შემდეგი შვილის შეძენისას - 500 ლარი, ტყუპების შეძენისას - 800 ლარი.
მარტოხელა მშობლის დახმარება (კოდი 06 02 14);ქვეპროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის სტატუსი, მიიღებენ ფულად დახმარებას ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (კოდი 06 02 15);ქვეპროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით.
მედიკამენტების დაფინანსება (კოდი 06 02 17);ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა, ან წარმოადგენენ მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მედიკამენტების შესაძენად.
სასურსათო პაკეტების შეძენა (კოდი 06 02 19);პროგრამა შეიქმნა ახალი კორონავირუსის Covid19 მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად ოჯახებისათვის მიყენებული ეკონომიკური ზიანის ნაწილობრივ შემსუბუქების მიზნით და ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები კრიზისულ ვითარებაში მყოფი ოჯახების სურსათით დახმარებას. დახმარების მიმღები ოჯახების იდენტიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.
საცხოვრებლით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 20);ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც სტიქიური მოვლენების ან სხვა ობიექტური გარემოებების შედეგად დაუზიანდათ ან დაკარგეს საცხოვრისი, უზუნველყოფილნი იქნებიან დროებითი საცხოვრებლის ქირით ან/და დაზიანებული სახლების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისა და მასალის დაფინანსებით.
ბავშვიანი ოჯახების გაძლიერება (კოდი 06 02 22);ქვეპროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, რომლებიც იმყოფებიან კრიზისულ ვითარებაში და/ან საჭიროებენ დახმარებას. პროგრამაში ოჯახის ჩართვა შეიძლება განხორციელდეს მოქალაქის, მერის წარმომადგენლის, სოციალური მუშაკის ან სხვა უწყების მომართვის საფუძველზე. ოჯახის შეფასებას და საჭიროებების დადგენას უზრუნველყოფს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. სოციალური მუშაკის შეფასება და დასკვნა/რეკომენდაცია განიხილება მერიის სოციალური ღონისძიებების დაფინანსების განმსაზღვრელი კომისიის მიერ და მიიღება გადაწყვეტილება ბავშვიანი ოჯახისათვის საჭირო დახმარების თაობაზე.
ტრანსპორტით უზრუნველყოფა (კოდი 06 02 23);მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტი დამატებით დააფინანსებს შპს-სთან სუბსიდირების ხელშეკრულების თანახმად, თვიურად 200 ლიტრი დიზელის საწვავის ღირებულების ფარგლებში, რათა გაიზარდოს რეისები კვირაში 3 დღიდან 6 დღემდე.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112" - ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები
იხილეთ სტატისტიკა
ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა
იხილეთ სტატისტიკა
ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006)