ფსიქოლოგის რჩევები
მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად ცხოვრებას "ვარდისფერი სათვალით" ვერ შეხედავ. ბუნებრივია, რომ ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება ხშირად გქონდეს "ჩავარდნა", ჯანმრთელი ფსიქიკის შენარჩუნება და უზრუნველყოფა ხომ სწორხაზოვანი პროცესი არ არის.

ხან კარგად იქნები, ხან ცუდად, მთავარია ზუსტად იცოდე, სად ან რა არის შენი სუსტი წერტილი, რა გაყენებს ყველაზე დიდ დარტყმას და ეცადო, შეადგინო გეგმა, რაც ამ ყველაფრის დაძლევაში დაგეხმარება.
ნიშნები იმისა, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც რიგზე არ არის:
  • არასდროს გაქვს საკმარისი ენერგია, რომ ყოველდღიური საქმეები აკეთო;
  • აპათიური ხარ ყველა იმ ურთიერთობისა თუ ადამიანის მიმართ, რაზეც/ვიზეც ადრე ზრუნავდი;
  • სარკეში იხიდები, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ცნობ;
  • თავს გარიყულად გრძნობ, ხშირად კარგავ დროის აღქმის შეგრძნებასა და გავიწყდება კონკრეტული მოგონებები;
  • შენი შეხედულება სამყაროზე და ადამიანებზე ჩვეულებრივ უფრო ბუნდოვანია;
  • უმოტივაციოდ ხარ როგორც კარიერულ, ისე პირადი მიზნების განხორციელების პროცესში;