ხუთი ქართველი მეცნიერი ქალი ჰყვება საკუთარ კარიერაზე, მიღწევებზე და გენდერულ სტერეოტიპებზე

საქართველოში ალბათ ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც არ მოუსმენია შედარებები ქალისა და კაცის ტვინზე, მათ შესაძლებლობებზე, როლებზე.

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ბევრი ქალი ჯერ კიდევ ხვდება წინაღობას კარიერულ გზაზე, განსაკუთრებით, მათ შორის, მეცნიერებაში და მით უფრო, "ტექნიკურ საგნებში", რადგან ეს "კაცის სფეროდ" მიიჩნევა. მიუხედავად არაერთი სირთულისა, ქალები ახერხებენ მიაღწიონ წარმატებებს თავიანთ საყვარელ საქმეში და ცდილობენ შეცვალონ გარემო უკეთესობისკენ ყველასთვის.