„სოხუმელი" ქალები ქუთაისის ერთი ლამაზი ქუჩიდან
ახლა ქალთა ფონდ „სოხუმის" ოფისში ვარ და ბლოგზე ვფიქრობ. მინდოდა, რამე განსაკუთრებული დამეწერა. გამახსენდა კამილ კლოდელი, რომლის მტკივნეული ისტორიაც ვალად მადევს, დაპირებული. მაგრამ ცოტა მეშინია მის ბიოგრაფიასთან მიკარების. არ ვიცი ძალადობის ისტორია დავარქვა თუ არა. როგორ იშიფრება ასეთი ხასიათი და ნიჭი - თვითონაა მოძალადე და როდენი მსხვერპლი მისი სიყვარულის და ამბიციის, თუ პირიქით. კლასიკური სამკუთხედი გრძნობის თვალსაზრისით. და სრულიად არაორდინარული - შემოქმედების ჭრილში...