სამეგრელო

ოფიციალური სტატისტიკა
დასაქმება და უმუშევრობა
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების სტატისტიკა
(2022 წლის მონაცემები)
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112
ოჯახში ძალადობის ფაქტზე შემოსული ზარების რაოდენობა
(სამეგრელო 2022 წლის მონაცემები)
ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი - 116 006
წყარო
სამიზნე მუნიციპალიტეტებში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობის და დახმარების მიმღებთა სტატისტიკა 2023
წყარო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის განაწილება გენდერულ ჭრილში
ქალი - 52.3% (55203); კაცი - 47.7% (50306)
2022 წელს, ზუგდიდის მერიის სოციალური დაცვის პროგრამებით ისარგებლა 5028 მოქალაქემ
(ქალი - 2702 (51.2%); კაცი - 2326 (48.8%))
2022 წელს, ზუგდიდის მერიის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით ისარგებლა 5391 მოქალაქემ
(ქალი - 3757 (69.7%); კაცი - 1634 (30.3%))

2022 წელს, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა 63 ბავშვმა
(გოგო -33 (52.4%); ბიჭი - 30 (47.6%))

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა (2022)

ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი,
ასოციაცია „მერკური" - ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი
2022 წ. მომართვიანობის დინამიკა

ქალთა ოთახი - ფუნქციონირება დაიწყო 2022 წლის 8 მარტიდან

ერთი წლის მანძილზე:
  • მიიღო 600-ზე მეტი ვიზიტორი;
  • ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაცია გაეწია 200-მდე მოქალაქეს;
  • ეკონომიკური გაძლიერების ნაწილში 30-ზე მეტ ქალს გაეწია კონსულტაცია, სადაც 6-მა ქალმა მოიპოვა ფინანსური მხარდაჭრა 28500 ლ. ოდენობით;
  • სამუშაოს მაძიებელთა ბაზაში რეგისტრირებულია 157 მოქალაქე; დამსაქმებელდა ბაზაში - 45 პროვაიდერი;
  • „საკონსულტაციო საათით" ისარგებლა 157-მა ვიზიტორმა;
  • საგანმანათლებლო ტრენინგებში ჩაერთო 77 მოქალაქე, რომელთათვისაც, ინდივიდუალური კონსულტაციების შედეგად შეიქმნა 77 რეზიუმე;
  • საგანმანათლებლო ტრენინგები: „გენდერულად მგრძნობიარე კომუნიკაციის ენა" ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის - 53 წარმომადგენელი; ტრენინგი „რეპროდუქციული ჯანმრთელობა" საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისთვის - 24 მონაწილე.
  • სხვადასხვა სექტორში, ქალთა ოთახმა დაარსების დღიდან, დაასაქმა 72 მოქალაქე;
  • დაიგეგმა სოფლად მცხოვრებ ქალებთან სამუშაო შეხვედრები და საინფორმაციო/საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომლებიც გახდებიან თემში ქალების ხმა, დაეხმარება თემში მცხოვრებ მოსახლეობას არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათ გადაჭრაში და გააზიარებს განახლებულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვადასხვა რესურსზე (მუნიციპალური პროგრამები, განათლების განვითარების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებული დასაქმების შესაძლებლობები და სხვა). ამ მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "ქალთა ოთახმა" 70მდე ვიზიტორი მიიღო. ხოლო, საინიციატივო ჯგუფში ჩართვის სურვილი გამოთქვა 35-მა მოხალისე ქალმა.
  • შესაბამის სამსახურებთან ჯამში რეფერირება გაეწია 137 მოქალაქეს. მათ შორის აღსანიშნავია მოწყვლადი ჯგუფის 8 ქალი, რომლებიც ჩაერთნენ სხვადასხვა პროფესიული გადამზადების პროგრამებში.
  • თემში მცხოვრები ქალებისთვის ჩატარდა 5 საინფორმაციო შეხვედრა - 125 მონაწილე;
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
სენაკის მუნიციპალიტეტი
Error get alias