მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგია (ქალთა ფონდი „სოხუმის" კვლევის მონაცემები)
მეთოდები: კვლევა ჩატარდა სოციალური კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით: სამაგიდე კვლევა (Desk research), ფოკუს ჯგუფები, სიღრმისეული ინტევიუები, რაოდენობრივი კვლევა. სამიზნე მუნიციპალიტეტები: 11 მუნიციპალიტეტი - ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი. სამიზნე ჯგუფები: არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბენეფიციარები (ძალადობაგამოვლილი ქალები), ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის წარმომადგენლები (ქუთაისი), კრიზისული ცენტრის წარმომადგენლები (ქუთაისი, ზუგდიდი), იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები, იმერეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები. კვლევაში ჩართულ პირთა რაოდენობა: სიღრმისეული ინტერვიუების და ფოკუს ჯგუფების მეთოდით გამოიკითხა 52 რესპონდენტი; რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში - 553 ქალი. საველე სამუშაოები: მაისი-ოქტომბერი, 2024წ.