მედეა, როგორც გენდერული დეზინფორმაციის არქეტიპი
როცა დავიწყე გააზრება იმის, თუ რას ნიშნავს „გენდერული დეზინფორმაცია", ან როგორ ვილაპარაკო მის მავნებლობაზე ადამიანური ენით, იმ წუთიდან ვერ ამოვიგდე მტანჯველი ფიქრი მედეაზე. ზუსტად იმ მედეაზე, აიეტის და იასონის, ჰელიოსის შთამომავლის, მზის ღმერთის ღვთიური ნაწილის, რომელიც ევრიპიდეს ტრაგედიიდან დაწყებული, ან შეიძლება უფრო მანამდეც, ასე აღელვებს სამყაროს.