ქვეპროგრამა: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ორგანიზაციული კოდი 04 03);მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულები, რომლებიცთავისი სტრუქტურით მრავალი მიმართლებით ემსახურება 6 წლიდან ბავშვებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს. მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.
ქვეპროგრამა : ახალგაზრდობის მხარდაჭერა ( ორგანიზაციული კოდი 05 04);ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული გარემოს შექმნას ახალგაზრდების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით, ახალგაზრდების მონაწილეობას საგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში, ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიწოდებას, რაც გულისხმპბს ახალგაზრდებში იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისათვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისათვის.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ;განსაზღვრულია 1 237.0 ათასი ლარი.
;შ.შ.მ პირებთან დაკავშირებული ღონისძიებები
;მრავალშვილიან ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
;სოციალური (ერთჯერადი) დახმარების პროგრამა
;სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა
;ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/ თანადაფინანსების პროგრამა
;მწვავე ლეიკემიით დაავადებული პირების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა
;მშობელთა ზრუნველობამოკლებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
;მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
;შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა დახმარების პროგრამა
;სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა
;ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
პროგრამა: სოციალური უზრუნველყოფა (ორგანიზაციული კოდი 06 02);პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ხელშეწყბას.
ქვეპროგრამა: შ.შ.მ პირებთან დაკავშირებული ღონისძიებებისათვის;ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხონის მუნიციპალიტეტში არსებული დღის ცენტრების მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 დღის ცენტრი თვრამეტ წლამდე და თვრამეტი წლის ზემოთ ბენეფიციარებისათვის. პროგრამის მიზანია მიწოდებული იქნეს მათზე მორგებული ისეთი სერვისები რაც არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ გაცემული ვაუჩერით. (მაგალითად ბენეფიციარების ტრანსპორტირება. სახლიდან დღის ცენტრში და დღის ცენტრიდან სახლში).
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფა. (ორგანიზაციული კოდი 06 02 15);ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართულ პირს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირი. 2023 წელს დაფიანანსება შეადგენს 0,7 ათასი ლარი.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112" - ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებები
იხილეთ სტატისტიკა
ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა
იხილეთ სტატისტიკა
ძალადობის საკითხებზე საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006)