- მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ:
1. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიიღონ ფინანსური დახმარება:
ა) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ, ან/და უსახლკარო ოჯახებს, ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ, არაუმეტეს 100 ლარისა), ასევე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ან სრული შეძენა;
ბ) ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც არ აქვთ თავშესაფარი, სამუშაო ჯგუფს უფლება ეძლევა რიგ შემთხვევებში მიანიჭოს უპირატესობა საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფისთვის 150 ლარის ოდენობით;
გ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე, არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. გასაცემი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი; პრიორიტეტულია: შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა ან/და ძალადობის მსხვერპლი ან დაზარალებული სტატუსის მქონე პირები; ხოლო, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა დასახმარებლად, მოქმედი სოციალური სარეიტინგო ქულა არ არის განმსაზღვრელი.
დ) ფინანსურ დახმარებაზე მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას, თუ ის, ან მისი ოჯახის წევრი ფლობს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.
- გენდერულ საკითხთა, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა, 18-წლამდე ასაკის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან მცხოვრებ პირთა მიმართ, ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთა დახმარების პროგრამა.
ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან მცხოვრები ძალადობის მსხვერპლის ან დაზარალებულ სტატუსის მქონე პირებს გაეწიოთ ერთჯერადი დახმარება ფულადი სახით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი 0-18 წლამდე ასაკის ბავშვიანი/ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერას, მათი გაძლიერების მიზნით.
- სოციალური მხარდაჭერის პროგრამა - ქვეპროგრამა მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული პირები, მარტოხელა მშობლები, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, ოჯახური პირობების გამო, დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ა. შ.) ჩართულობას სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას.
- სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წლის 1 იანვრისთვის რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 120 000-დან და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით წერილობითი მომართვიანობის საფუძველზე. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება და ხდება ჩანაცვლება მომლოდინეთა სიიდან. ყოველწლიურად მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარებების გაცემა ხდება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. დახმარება გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის მიხედვით. სახელმწიფო სოციალური პროგრამით უზრუნველყოფილი არიან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები ფინანსური მხარდაჭერით. თუმცა, ეს პროგრამა ვრცელდება მხოლოდ 0-დან 120000 სარეიტინგო ქულამდე. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში შექმნილი მძიმე სიოციალური ფონის გათვალისწინებით მოსახლეობის მომართვიანობის საფუძველზე.
- დღის ცენტრის დაფინანსება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის" დღის ცენტრის მომსახურებით.
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის" დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის"-ს ადმინისტრირებაში მყოფი "ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი"-ს ბენეფიციართათვის საკურორტო სეზონზე დასვენების თანადაფინანსება.
- მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120000-მდეა. მედიკამენტების შესაძენად გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.
ა). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერან ქალბატონებს მედიკამენტების შესაძენად გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.
ოზურგეთის მუიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა, სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება, კერძოდ:
ა). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებს და შშმ ბავშვებს (18 წლამდეა) თუ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 150 ლარს დაფინანება მოხდება სრულად.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 150 ლარს, მაშინ დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) თანაგადახდის ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი;
გ) იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თანაგადახდა (საყოველთაო ჯანდაცვა, კერძო კომპანია), ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, ასეთ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 150 ლარი.
- ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინები. კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით.
ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ან/და სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 200 ლარზე, შემთხვევის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი. ხოლო, ყოველ შემდეგ შემთხვევაზე, იმავე მოქალაქის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, მხოლოდ დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 300 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი.
გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, პირველ ჯერზე დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე იგივე მოქალაქის დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, ოღონდ ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი იქნება 300 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი.
დ) დაფინანსებას ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ონკოლოგის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა;
ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პირთა მედიკამენტების (ჰერცეპტინი, პერჯეტა, ლაპატინი, ტაივერბი, ფესგო) თანადაფინანსება, თანხის ოდენობა განისაზღვროს კომისიური წესით წლის განმავლობაში, არაუმეტეს 4000 ლარისა;
- გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება - გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მოსახურების დროს, სამედიცინო დაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, განისაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინები. კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ, პაციენტის დასაფარი თანხა 1000 ლარამდეა, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის 40%-ით.
ბ) ა) იმ შემთხვევაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შემდეგ, პაციენტის დასაფარი თანხა 1001 ლარზე მეტია, დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 600 ლარისა.
- ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია).
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია).
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 150 001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია). ასევე გამონაკლის შემთხვევებში სხვა ძვირადღირებული კვლევების თანადაფინანსება, ოზურგეთში რეგისტრირებული იმ პირებისა, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0- დან 150001- მდეა (200 ლარამდე კვლევები დაფინანსდება 90%-იანი თანაგადახდით, 200 ლარის ზემოთ ღირებულების კვლევები დაფინანსდება 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა).
4. ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევები მთლიანად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ან რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ, კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე -
http://ozurgeti.mun.gov.ge/