გენდერული დეზინფორმაცია და ქალების ლიტერატურა
დეზინფორმაციის გავრცელებას რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მეტად უწყობს ხელს, ცხადია, მაგრამ თავისთავად გენდერული დეზინფორმაცია ახალი ფენომენი როდია. ის არც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის შედეგად ჩამოყალიბებულა - ქალების შესახებ მუდამ არსებობდა სტერეოტიპები, ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ერთ დიდი ნარატივს რომ შეადგენდა. ამ ნარატივისგან არც მწერალი ქალები ყოფილან დაცული. პირიქით, ისინი ორმაგი წნეხისა და საფრთხის ქვეშ იყვნენ და დღესაც არიან. ამის დასტურად, შეგვიძლია, ინგლისური ლიტერატურის იმ პერიოდს ჩავხედოთ, ვიქტორიანული რომ ეწოდება: