პოლიტიკოსი ქალები: გენდერული დეზინფორმაციის სამიზნე
საჯაროდ აქტიური ქალების ცხოვრებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა გენდერული დეზინფორმაცია. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ქალი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი გახდა ონლაინ შევიწროებისა და დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი. ქალები, რომლებიც ბედავენ ხმამაღლა გამოთქვან საწინააღმდეგო მოსაზრებები რეჟიმისადმი, კულტურული ნორმებისადმი თუ სხვადასხვა სოციალური პრობლემისადმი ან ჩაერთონ საჯარო დისკურსში, ხშირად აწყდებიან ონლაინ შევიწროებისა და დეზინფორმაციის შემთხვევებს.
ეს თავდასხმები არამხოლოდ საქმიანობის დისკრედიტაციას, არამედ მათი ხმის ჩახშობას ისახავს მიზნად. გენდერული დეზინფორმაციის სხვადასხვა ხერხით ხდება ფაქტების დამახინჯება და საზოგადოებაში არასწორი განწყობების შექმნა ქალების მიმართ.