საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ

ბრაზის მართვა შვილებთან - პრაქტიკული რჩევები
მოამზადა - ქალთა ფონდი "სოხუმის" ფსიქოლოგმა - ეკა ქვაჩაკიძემ
რატომ არის მნიშვნელოვანი?

ბავშვები მშობლების ემოციებს სარკესავით აირეკლავენ. როცა ჩვენ ვსწავლობთ ბრაზის მართვას, მათაც ვასწავლით თვითკონტროლს.

1. საკუთარი ემოციების კონტროლი
შეჩერდი და ისუნთქე ღრმად - რამდენიმე წამი სუნთქვაზე ფოკუსი აფერხებს იმპულსურ რეაქციებს.
დისტანცია - თუ ბრაზი ძლიერია, დროებით გადით ოთახიდან.

2. კომუნიკაცია შვილთან
„მე“ სენტეციები ბრაზის ნაცვლად გამოიყენეთ ფრაზები, რომლებიც თქვენს გრძნობებზე საუბრობს. თქვით: „ვგრძნობ დაღლილობას, როცა ოთახი უწესრიგოა“ ნაცვლად „შენ არასოდეს ალაგებ“.
მშვიდი ტონი - ხმის აწევა კონფლიქტს ამწვავებს.
კონკრეტული ინსტრუქციები: ზოგადი ფრაზის, მაგალითად, ,,იყავი კარგი’’-ს მაგივრად თქვით კონკრეტულად - ,,გთხოვ, ახლა წიგნები თაროზე დადე’’.

3. ბავშვის ქცევის მართვა
წესების დაწესება წინასწარ - ბავშვს უნდა ჰქონდეს მკაფიო საზღვრები, რაც მას უსაფრთხოების განცდას აძლევს.
მუქარის გარეშე - რეალისტური შედეგი მიიღწევა (მაგ: „30 წუთი ვერ ითამაშებ ტელეფონს“ უფრო მუშაობს, ვიდრე „არასოდეს მოგცემ ტელეფონს“.
დადებითი განმტკიცება - შეაქე მაშინაც, როცა ბავშვი პატარა პროგრესს აღწევს.

4. საკუთარი რესურსების დაცვა
დასვენება - მუდმივი დაღლილობა ბრაზის კონტროლს ართულებს. მოძებნეთ დრო საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.

გახსოვდეთ, ბრაზი ბუნებრივია. მთავარი ისაა, როგორ გამოვხატავთ მას.