ხშირად გვგონია, რომ ბავშვი „ასე უნდა გაიზარდოს“, თუ ვუყვირით ან ვსჯით. სინამდვილეში კი ბავშვის მიმართ დამამცირებელი სიტყვები, მუქარა ან ფიზიკური ძალადობა, ძალადობაა, რომელიც ბავშვს გულს ტკენს და
აზიანებს მის გონებრივ შესაძლებლობებსაც.
🔸 ბავშვი, რომელსაც სცემენ ან აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იკეტება, შიში უჩნდება, სწავლა უჭირს და თანატოლებთან ურთიერთობაც ეძნელება.
🔸 ზოგჯერ დედა თვითონაც დაღლილი, განრისხებული ან ზეწოლის ქვეშაა და ასეთ მდგომარეობაში შვილს უხეშად ექცევა. მაგრამ ძალადობა
არასდროს არის გამოსავალი. ის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
❗ მაშინაც კი, როცა მოძალადე ოჯახის წევრია (მამა, ბაბუა ან თვითონ დედა), გამოსავალი არსებობს.👉 რა შეუძლია დედას?✅
დაიჯერე, რომ სიყვარული და სიმკაცრე ერთსა და იმავეს არ ნიშნავს - ბავშვის მიმართ სითბო არ ნიშნავს, რომ ის თავხედად გაიზრდება. სითბო ზრდის ნდობას და ბავშვი უფრო გახსნილი ხდება.
✅
როდესაც ბრაზობ, გაჩერდი. გადი ოთახიდან, დალიე წყალი ან ჩაი, ღრმად ისუნთქე. ბავშვის დასჯა შესაძლოა იმ მომენტში სწორად გეჩვენოს, მაგრამ ის ტრავმად შეიძლება იქცეს.
✅
ესაუბრე ბავშვს მეგობრულად. რაც უფრო მეტს აუხსნი სიტყვით, მით უფრო ნაკლებად დაგჭირდება მკაცრი ტონი.
✅
თუ გიჭირს მდგომარეობის მართვა, გაუზიარე სანდო ადამიანს: მეზობელს, მასწავლებელს, სოციალურ მუშაკს. ერთი გულწრფელი საუბარიც კი შველის.
📞 ვის შეიძლება მივმართო?
💬 თუ იცი ოჯახი, სადაც ბავშვს სცემენ ან არასათანადოდ ეპყრობიან, ამის შესახებ ესაუბრე მასწავლებელს, დირექტორს ან სოფელში მომუშავე სოციალურ მუშაკს.
💬 არსებობს ასევე:
- სახელმწიფო ცხელი ხაზი — 116 006 — ზარი უფასოა და ანონიმური. იქ ფსიქოლოგი ან სოციალური მუშაკი მოგისმენს და რჩევას გაგიზიარებს;
- 111 — ბავშთა დახმარების ცხელი ხაზი;
- მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი 08 00 00 00 88.