- მინდა, ყურადღება გავამახვილო ძალადობაგამოვლილ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების უმრავლესობა გამოირჩევა - აგრესიული ქცევით.
რა არის ოჯახში აგრესიის გამომწვევი მიზეზები?
- კარგი ოჯახი ხასიათდება მიმტევებლობით, ურთიერთპატივისცემით, ერთად ყოფნის სურვილით, ინტერესებისა და ღირებულებების მსგავსებით, განსხვავებული აზრის მიღებით. ოჯახის სტაბილურობას განაპირობებს მისი წევრების უნარი კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრისკენ.
სხვა რეალობა გვაქვს დისფუნქციურ ოჯახებში, სადაც არ გააჩნიათ რესურსი, დააკმაყოფილონ ოჯახის წევრების პიროვნული და სულიერი ზრდის მოთხოვნილებები. ასეთ ოჯახებში, სადაც სუფევს მუქარის, სიმკაცრისა და კონფლიქტის ატმოსფერო, ხშირია პიროვნების განვითარების დარღვევა.
ბავშვობაში ჩამოყალიბებული აგრესიული ქცევა დროში მტკიცე რჩება და ნაკლებად არის დამოკიდებული კონკრეტულ სიტუაციაზე. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი დროულად დაიხსნას ძალადობრივი გარემოდან, რათა მომავალში სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ.
ბავშვი, რომელიც ადრეული ასაკიდან ითვისებს აგრესიული რეაგირების სტილს, ხშირად ინარჩუნებს ამ ქცევას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ძალადობის თვითმხილველი ბავშვი სწავლობს აგრესიულ ქცევას, ამასთანავე, ის აკეთებს დასკვნას, რომ ეს საქციელი მისთვის ნებადართულია – ეს არის ე.წ. აკრძალვის მოხსნის ეფექტი.
ასეთი ბავშვები მიდრეკილნი არიან აღიქვან გარე სამყარო მტრულად, რაც აქვეითებს მათ საფრთხის შეგრძნებას და შესაბამისად, ზრდის ალბათობას, რომ ისინი გარემოზე აგრესიულად რეაგირებენ.
ამიტომაც არის ძალზე მნიშვნელოვანი, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაიხსნან ძალადობრივი გარემოდან – მათ ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.