საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
ძალადობა ანგრევს ქალის თვითიდენტობას
„ვინ ვარ მე“?!
მოამზადა - ქალთა ფონდი "სოხუმის" ფსიქოლოგმა - ეკა ქვაჩაკიძემ

10/12/2025
მნიშვნელოვანია იცოდე ერთი რამ: რაც შენ გადაგხდა, არ განსაზღვრავს ვინ ხარ. ძალადობა იქნება ფიზიკური, ემოციური თუ ფსიქოლოგიური — ის ანგრევს საკუთარ თავზე წარმოდგენას, მაგრამ შენი არსი ამაზე ბევრად უფრო ღრმაა.

ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური ზიანი. ის ღრმად ეხება ქალის თვითშეგნებას და თვითიდენტობას. ქალი იწყებს საკუთარ თავში ეჭვის შეტანას, უჩნდება სირცხვილი, დანაშაულის განცდა და დაკარგულობის შეგრძნება. ჩნდება უმძიმესი კითხვა: „ვინ ვარ მე?“

ძალადობა არ განსაზღვრავს ქალის ვინაობას. ის მხოლოდ ანგრევს და ამახინჯებს აღქმას საკუთარი თავის შესახებ. სწორი მხარდაჭერის, მოსმენისა და უსაფრთხო გარემოს პირობებში შესაძლებელია ამ თვითიდენტობის აღდგენა.

შეიძლება ახლა თავს გრძნობ: დაბნეულად, დაცლილად, დამნაშავედ ან საკუთარ თავთან გაუცხოებულად. ეს რეაქციები ნორმალურია არანორმალურ სიტუაციაზე.
ვინ იყავი მანამდე,სანამ ძალადობა დაიწყებოდა?

რა გიყვარდა საკუთარ თავში?

რა იყო ის, რაც გაძლევდა ძალას?

თუ შენ ახლა თავად ვერ პასუხობ ამ კითხვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღარ არსებობს. უბრალოდ დროებით დაიფარა ტკივილით.

მარტო არ ხარ. შეგვიძლია ერთად, ნელ-ნელა, აღვადგინოთ ის ხმა და ის „მე“, რომელიც ძალადობას არ ეკუთვნის. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ძალადობა არ განსაზღვრავს ქალის ვინაობას. ის მხოლოდ ანგრევს და ამახინჯებს აღქმას საკუთარი თავის შესახებ. სწორი მხარდაჭერის, მოსმენისა და უსაფრთხო გარემოს პირობებში შესაძლებელია ამ თვითიდენტობის აღდგენა.

საზოგადოების როლია არა განსჯა, არამედ გაგება, თანადადგომა და ძალა, რომ ქალმა კვლავ დაინახოს საკუთარი ღირებულება.