საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
სიყვარული არ უნდა გაკნინებდეს - ფსიქოლოგის რჩევა ემოციურ ძალადობაზე
მოამზადა - ქალთა ფონდი "სოხუმის" ფსიქოლოგმა - ეკა ქვაჩაკიძემ

07/07/2026
ოჯახურ ურთიერთობაში სიყვარული არ უნდა იყოს დამცირება, შიში ან საკუთარი თავის დაკარგვა. როცა ადამიანს ყოველდღე აკრიტიკებენ, აკნინებენ, გარეგნობაზე მიუთითებენ, ეუბნებიან, რომ „საკმარისი არ არის“ ან ურთიერთობაში მუდმივად ადანაშაულებენ, ეს შეიძლება ემოციური ძალადობის ფორმა იყოს.

ემოციური ძალადობის დროს ადამიანს ხშირად უჩნდება განცდა, რომ პრობლემა მასშია. მცირდება თვითშეფასება, ჩნდება სირცხვილი, შფოთვა, დაძაბულობა და იზოლაციის შეგრძნება. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო და მხარდაჭერა: ოჯახის, ახლობლების ან სპეციალისტის მხრიდან.
ფსიქოლოგთან მუშაობა ეხმარება ადამიანს, გაარჩიოს ძალადობა „ჩვეულებრივი კონფლიქტისგან“, დაინახოს საკუთარი ღირებულება და აღადგინოს პირადი საზღვრები.

ფსიქოლოგის რჩევა:
„ის, რაც გითხრეს, იყო მათი ხმა, არა შენი შინაგანი სიმართლე.“
ტრავმული გამოცდილების შემდეგ აღდგენა შესაძლებელია. სწორი მხარდაჭერით ადამიანი ნელ-ნელა სწავლობს, რომ მისი ღირებულება სხვების დამამცირებელი სიტყვებით არ განისაზღვრება.
სიყვარული არ უნდა გტკენდეს, ის უნდა გაძლიერებდეს.