მოსაწვევი ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
20-22 სექტემბერს უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს მონაწილეობა მიიღონ ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების შესახებ ორგანიზებულ ტრენინგში, რომელსაც გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები. შეხვედრის მესამე დღეს - 22 სექტემბერს მონაწილეებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა იურისტთან, რომელიც დეტალურად გააცნობს მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და იუსტიციის მინისტრის მიერ გამოქვეყნებული ბრძანებებსა და ქვემდებარე აქტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და უპასუხებს მათ კითხვებს.
Made on
Tilda