გახდი აქტიური მოქალაქეობის აკადემიის პირველი ნაკადის წევრი
თუ ხარ თსუ-ს სტუდენტი, გინდა პროდუქტიულად გაატარო სასწავლო წელი ან უკვე გაქვს საკუთარი საუნივერსიტეტო პროექტის შექმნის იდეა, მაშინ შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 10 ოქტომბრამდე, გაიარე შესარჩევი პროცედურა და გახდი აქტიური მოქალაქეობის აკადემიის პირველი ნაკადის წევრი. "აქტიური მოქალაქეობის აკადემია" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I, II და III კურსელი სტუდენტებისთვის შექმნილი 6-თვიანი პროექტია, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
Made on
Tilda