სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსი
სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (CSD) აცხადებს მიღებას სტრატეგიული კომუნიკაციების ონლაინ სასწავლო კურსზე. კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებზე დაინტერესებული პირების ცოდნისა და შესაძლებელობების გაძლიერებას. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები საფუძვლიანად გაეცნობიან სტრატეგიული კომუნიკაციების არსს, მნიშვნელობას, მისი დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად მეთოდებს.