ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში – პროექტის ფარგლებში მეორე სეზონის ბენეფიციარების რეგისტრაცია დაიწყოპროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech ჩართულობით.
ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.
მომზადება / გადამზადების პროგრამებიპროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების მომზადება/გადამზადება მიმდინარეობს რეგისტრაციის დროს არჩეულ ერთ- ერთ ტექ მიმართულებაში:
- Front-end დეველოპმენტი
- კიბერ უსაფრთხოება
- გრაფიკული დიზაინი
- UI/UX დიზაინი
- ციფრული მარკეტინგი
მნიშვნელოვანი თარიღებიბენეფიციარების მეორე სეზონის რეგისტრაციის დაწყება: 3 აპრილი, 2025
რეგისტრაციის დასრულება: 30 მაისი, 2025; 16:00 საათი
პროგრამის/სწავლების განხორციელების განრიგი:
მეორე სეზონი: ივლისი-ნოემბერი, 2025
დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე