შატო ვარციხე და ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი - დაო საგაზაფხულო პროექტს წარმოგიდგენთ
შატო ვარციხე და ფსიქო-სოციალური განვითარების ცენტრი დაო, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ საგაზაფხულო ფესტივალს "creative healing", რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის სხვადასხვა შესაძლებლობების გაცნობას დაეთმობა.
ღონისძიება მოიცავს რამდენიმე სივრცეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, მათ შორის:
სხეულზე ზრუნვის სივრცე- იოგა, ბგერითი თერაპია, მოწვეული სპეციალისტი. აღნიშნული აქტივობები ბუნებაში გაიმართება.
შემეცნებაზე ზრუნვის სივრცე -სემინარი "სხვებზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვით იწყება - სპიკრი - "პოდკასტი მეხუთე ელემენტი".
ესთეტიკის სივრცე - ფოტო-გამოფენა და გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება, არტ-თერაპია (ხატვა და თიხაზე მუშაობა), ფოტოების გადასაღები კუთხე.