საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ქალთა ფონდი
"სოხუმის"
შესახებ
გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირება
18 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაცია „ევროპის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის მართავს გაეროს უშიშროების საბჭოს მოდელირებას – ღია დებატი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლისა და სოციალური მეცნიერებების ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებიც:
  • დაინტერესებული არიან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისა და ახალგაზრდების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებით
  • მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას (მინიმუმ B2)
  • სურვილი აქვთ, განავითარონ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების უნარები.
საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიმდინარე წელს დაესწრონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხისადმი მიღძვნილ საერთაშორისო ღონისძიებას.

დებატებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@eu.edu.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 აგვისტო, 2026
იხილეთ მეტი