ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსი ფოთში
ფოთში EBRD-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და სატრანსპორტო კომპანიასთან თანამშრომლობით, 1 ივლისიდან იწყება ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსი. აღნიშნული კურსი მოიცავს მომზადებას (თეორიული და პრაქტიკული), გამოცდებზე გასვლის, D-კატერგორის მართვის მოწმობის მიღებას სრულიად უსასყიდლოდ.
შესაბამისად, გვინდა ამ კურსთან დაკავშირებით ინფორმაცია გავავრცელოთ ბევრ ინსტიტუციასა და ორგანიზაციებში, რათა პოტენციურად დაინტერესებულმა ქალებმა მიიღონ სათანადო ინფორმაცია და სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ მონაწილეობის მისაღებად.
კურსზე რეგისტრაცია სრულდება 25 ივნისს.