"ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო
საქართველოს ბანკი, Visa-სთან, ბიზნეს ფედერაცია “ქალები მომავლისთვის”, KRDF-სა და Care Caucaus-თან ერთად, ქალ მეწარმეთა გაციფრულების პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მეწარმეები 6 თვის განმავლობაში უფასო პროდუქტებითა და შეღავათებით სარგებლობას შეძლებენ.
პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მეწარმე ქალები ისარგებლებენ შემდეგი ბენეფიტებით:
- უფასოდ გამოიყენებენ მობილურ ტერმინალს და მიიღებენ გადახდებს ნებისმიერი ტიპის ბარათებით / აპლიკაციებით;
- უფასოდ გაიაქტიურებენ S ნაკრებს, რაც ბიზნესისთვის საჭირო ყველა პროდუქტსა და სერვისს მოიცავს;
- შეძლებენ დაიბრუნონ საკომისიო ქეშბექის სახით მობილურ ტერმინალზე Visa ბარათით გადახდილ პირველ 1 000 ლარზე;
- უფასოდ ისარგებლებენ ოპტიმოს მარაგების მართვის პროგრამით, რაც ბიზნესპროცესების გაციფრულებაში დაეხმარებათ.