თბილისის ქალთა ლიდერობის აკადემია ბრუნდება!
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი* გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით თბილისის აკადემიისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს! აკადემიის მონაწილეებისათვის თბილისში, ჩატარდება 3 თვიანი ინტენსიური ტრენინგები. სასწავლო პროგრამა მოიცავს ლექციებს, მენტორობის სესიებსა და სემინარებს, დემოკრატიის, თანასწორობისა და საჯარო მმართველობის საკითხებზე. ჯამში გაიმართება 20 სესია, კვირაში ორჯერ.