20.01.2025
მცირე ბიზნეს ინიციატივების საგრანტო კონკურსი

პროექტი „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ იმერეთისა და კახეთის 6 მუნიციპალიტეტში (ზესტაფონი, წყალტუბო, ვანი, ყვარელი, ლაგოდეხი, გურჯაანი) ხორციელდება.

პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება, დასაქმებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მცირე ბიზნესის, ასევე ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა გენდერული ასპექტის გათვალისწინებით.