09.05.2025
ისწავლე და იმოქმედე – ახალგაზრდები გურიის განვითარებისთვის

თუ თქვენ ხართ მოტივირებული და აქტიური ახალგაზრდა; ცხოვრობთ გურიის რეგიონში; დაინტერესებული ხართ სამოქალაქო საქმიანობით და თემის განვითარებით; გსურთ, მიიღოთ პრაქტიკული ცოდნა და განახორციელოთ სასარგებლო ინიციატივები თემისთვის, მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა! პროექტს ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რომლის მიზანია გურიის რეგიონის ახალგაზრდების გაძლიერება სამოქალაქო უნარების სწავლების და ადგილობრივი თემის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების გზით.