02.05.2025
პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის

"პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი" ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც მუშაობს ქალებთან, რომლებიც ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ იმყოფებიან ან ოდესმე გამოუცდიათ რაიმე სახის ძალადობა. ეს პრაქტიკული სახელმძღვანელო დაგეხმარებათ: ძალადობის ნიშნების ამოცნობაში; ემპათიური და ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოებაში; უსაფრთხოების გეგმის შედგენაში; ქალთა გაძლიერებასა და მხარდაჭერაში.