შესაძლებლობა სრულიად უფასოდ ისწავლო საერთაშორისო პლატფორმა Coursera-ს მიერ შემოთავაზებულ კურსებზე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გთავაზობთ შესაძლებლობას, სადაც სასწავლო პროგრამები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და ტექნოლოგიური გიგანტების მიერ არის მომზადებული და კურსებს უძღვებიან IBM, Google Cloud, Amazon, Microsoft, NVIDIA, Deeplearning.AI, Packt და სხვა ტექნოლოგიური ბრენდების პროფესიონალები. სწავლა საერთაშორისო პლატფორმაზე Nebula AI Hub-ის ფარგლებში ინგლისურ ენაზე წარიმართება. სპეციალურად ჩვენი სტუდენტებისთვის კი ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამები ქართულ ენაზე ადაპტირდება, რაც პროცესს ბევრად მოქნილს და ეფექტურს გახდის.