საგრანტო შესაძლებლობა დუშეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის People in Need Georgia-სგან
‘’განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მხარდაჭერა არაგვის დაცული ლანდშაფტის თემებისთვის“ - პროექტის ფარგლებში, ცხადდება საგრანტო კონკურსი. კონკურსი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ეკოლოგიური ინიციატივების მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება აქვთ შეიმუშაონ და წარადგინონ მცირე მოცულობის საპროექტო ინიციატივები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: ადგილობრივი წარმოების შექმნა ან გაფართოება, სახელოსნოები, საკვები პროდუქტის მცირე საწარმოები, მომსახურების სერვისები; ტურიზმი (ეკო- და აგროტურიზმის განვითარება, საოჯახო ტიპის განთავსების სერვისების შექმნა ან გაუმჯობესება); სოფლის მეურნეობა (ინოვაციური ან ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვა - ორგანული მეურნეობა, მეფუტკრეობა, მემცენარეობა) და სხვ;