21.05.2025
ღია კონკურსს ხელოვანებისთვის თემაზე: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა

GrlzWave აცხადებს ღია კონკურსს ხელოვანებისთვის თემაზე: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.

ღია კონკურსის მიზანია გაზარდოს ცნობიერება და ხელი შეუწყოს ქალ ხელოვანთა ჩართულობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემებზე საზოგადოებრივი დიალოგის გაღრმავებაში. კონკურსი ქმნის პლატფორმას, სადაც ხელოვნება გამოიყენება როგორც მძლავრი იარაღი სტიგმების წინააღმდეგ, ინფორმაციის მისაღებად. ამ გზით, პროექტი აერთიანებს შემოქმედებასა და აქტივიზმს პირადი გამოცდილებების საჯარო სივრცეში გადმოტანისთვის.