ევროკავშირი დამწყებ ჟურნალისტებს თავის პროგრამაში იწვევს
პროგრამა მოიცავს ტრენინგებს ჟურნალისტიკასა და ევროკავშირის საქმიანობაზე, სემინარებს გავლენიან ჟურნალისტებთან, ვიზიტებს მედიაორგანიზაციებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკომისიის მიერ სერტიფიცირებულ სამუშაო გამოცდილებას ევროკავშირის რეგიონების კვირეულის გამშუქებელი ჟურნალისტის რანგში. პროგრამის დასრულების მერე მონაწილეები Youth4Regions-ის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები გახდებიან.