ქალთა ლიდერობის აკადემია ქუთაისსა და ბათუმში
აღწერა - მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ქალთა პოლიტიკური და სამოქალაქო მონაწილეობისა და აქტიურობის გაძლიერება. ამ მიზნით, EECMD აარსებს „ქალთა პოლიტიკურ აკადემიას."