წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ 2026 წლის I ეტაპის განხორციელებას იწყებს. ქვეპროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, განსაკუთრებული მიღწევებით წარმოჩენილი სტუდენტების მხარდაჭერა - სტიპენდიის სახით. მოქალაქეთა განცხადებები მიიღება მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით.