ფინედუს პოსტერების კონკურსი
პოსტერების კონკურსი - „კიბერუსაფრთხოება იუმორით“. შექმენით იუმორისტული პოსტერი კიბერუსაფრთხოების თემაზე და 24 ოქტომბრის ჩათვლით ატვირთეთ ამ პოსტის კომენტარად იდეის აღწერასთან ერთად. კონკურსს ეყოლება 4 გამარჯვებული: 2 ჟიურის რჩეული, 1 ბაზისბანკის რჩეული და 1 მომხმარებლის რჩეული. მომხმარებლის რჩეული გამოვლინდება პოსტერის კომენტარზე დაფიქსირებული რეაქციების მიხედვით. კონკურსის გამარჯვებულებს ბაზისბანკი 500 ლარიანი ფულადი პრიზით დააჯილდოვებს. გამარჯვებულები 30 ოქტომბერს გამოვლინდებიან.