UNICEF-ის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის საერთაშორისო პროგრამა - UPSHIFT საქართველოში იწყება!
პროგრამა განკუთვნილია 14–18 წლის ახალგაზრდებისთვის საქართველოს მასშტაბით.
UPSHIFT ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დაინახონთავიანთ გარშემო არსებული პრობლემები და იფიქრონმათ გადაჭრაზე ინოვაციური გზებით.
პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს საჭირო ცოდნა და უნარები, რომ განახორციელონ ცვლილებები სოციალური გავლენის მოსახდენად.
პროგრამის ფორმატი და ხანგრძლივობა: 3 თვიანი ინტენსიურისასწავლო კურსი (ჯამში 80 საათი)
პროგრამა მოიცავს: სასწავლო კურსს, ბუთქემფს და დემო დღეს.
ფიზიკური შეხვედრები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი და ახალციხე.
საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 80 მონაწილე - თითო ლოკაციისთვის - 20.
პროგრამის დასრულებისას მონაწილეები წარადგენენ საკუთარ სოციალურ პროექტებს დემო დღეზე, ხოლო საუკეთესო იდეები მინი გრანტებით დაჯილდოვდება.
რეგისტრაცია დაწყებულია და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით.